ოფიციალურად: “გალათასარაიმ” 31 წლის მუსლერას 2021 წლამდე გაუხანგრძლივა

თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კლუბის წევრებმა საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს, გაუხანგრძლივეს რა კონტრაქტი გუნდის ურუგვაელ მეკარეს, ფერნანდო მუსლერას.

საქმე ისაა, რომ მუსლერა საუკეთესო წლები უკვე წარსულს ჩაბარდა და ძველებურად ვეღარ თამაშობს, თუმცა, თურქულმა კლუბმა 31 წლის მეკარეს კონტრაქტი 2021 წლამდე გაუხანგრძლივა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი კლუბისგან თითო სეზონში 3,575 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით, რასაც შესაძლოა, ბონუსებიც დაემატოს.

შეგახსენებთ, რომ მუსლერა თურქეთში 2011 წელს, “ლაციოდან” გადაბარგდა.

გალათასარაიმ მუსლერას და ილმაზს გაუხანგრძლივა

“გალათასარაის” ფეხბურთელებმა ფერნანდო მუსლერამ და ბურაკ ილმაზმა თურქულ კლუბთან ახალი კონტრაქტები გააფორმეს.

27 წლის მეკარის ახალი ხელშეკრულება ოთხწლიანია, რომლის თანახმად მუსლერა 13 მილიონ ევროს მიიღებს. მუსლერა გალათასარაის ღირსებას 2011 წლიდან იცავს.

ბურაკ ილმაზმა კი, თავისი მომავალი “გალათასარაის” კიდევ 5 წლით დაუკავშირა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი შეტანხმების ფინანსურ დეტალებს არ ახმაურებს.