იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი 2014 წლის მსლოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საბერძნეთის ნაკრებს ჩაიბარებს.
ბერძნული პრესის ცნობით 62 წლის სპეციალისტის კონტრაქტი ორწლიანი ინქება. ხელფასის სახით რანიერი წელიწადში 800 000 ევროს მიიღებს.
რანიერის მთავარი მიზანი საფრანგეთში გასამართ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე გასვლა იქნება.
შეგახსენებთ, ბერძნების ამჟამინდელი მწვრთნელი ფერნანდო სანტუში თანამდებობის დატოვებას მუნდიალის შემდეგ აპირებს.