ოფიციალურად: მოიამ “ატლეტიკოსთან” გაახანგრძლივა

მადრიდის “ატლეტიკოსა” და მიგელ ანხელ მოიას შორის არსებული ხელშეკრულების ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა. ამ ინფორმაციას მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

როგორც იცით, ბოლო სამი წელია, რაც მოია სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოპოვებისთვის იან ობლაკს ებრძვის, რომელსაც უფრო მეტად ენდობა დიეგო სიმეონე და როგორც სჩანს, ეს ბრძოლა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

მოიასა და კლუბს შორის არსებული წინა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე იწურებოდა, ახალ კონტრაქტს კი ვადა 2018 წლამდე აქვს.

კასილასის მემკვიდრედ მოია?

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გუნდში შესაძლოა მადრიდის “ატლეტიკოს” ახალწვეულ მიგელ ანხელ მოიას უხმოს.

“მოია “ატლეტიკოს” რიგებში ჩატარებულ პირველ შეხვედრებში ძალზედ თავდაჯერებული ჩანდა. ის შესაძლოა ნაკრებშიც მოხვდეს”, – განაცხადა დელ ბოსკემ.

მიგელ ანხელ მოია “ხეტაფედან” “ატლეტიკოში” მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სულ რაღაც სამ მილიონ ევროდ გადავიდა. მას ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ერთად 38 მატჩი აქვს ჩატარებული. 2001 წელს მოიამ 16 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2002 წელს კი იმავე წარმატებას 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის მიაღწია. 2003 წლის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ვერცხლის მედალი მოიგო.

 

ატლეტიკომ ხეტაფეს მეკარე დაიმატა

“ხეტაფეს” მეკარე მიგელ ანხელ მოია მადრიდის “ატლეტიკოსთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მხარეები ხელშეკრულებას სამედიცინო შემოწმების შემდეგ გააფორმებენ.

პრიმერადივიზიონის გასული სეზონის გათამაშებაში 30 წლის მეკარემ 26 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი გაუშვა.