სერია ა-ს სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

დასასრულს მიუახლოვდა სერია ა-ს გათამაშება. Goal.Com-ი აღნიშნული ტურნირის სომბოლურ გუნდს გვთავაზობს.

მეკარე: ალისონი (“რომა”)

მცველები: ჟოაოა კანსელო (“ინტერი”), მილან სკრინიარი (“ინტერი”), მედჰი ბენატია (“იუვენტუსი”), ალეკსანდარ კოლაროვი (“რომა”)

ნახევარმცველები: ჟორჯინიო (“ლაციო”), სერგეი მილანკოვიჩ-სავიჩი (“ლაციო”)

შემტევი ნახევარმცველები: დუგლაშ კოშტა (“იუვენტუსი”), ლუის ალბერტო (“ლაციო”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”)

თავდამსხმელი: ჩირო იმობილე (“ლაციო”)

პრემიერ ლიგა: 31-ე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

გასულ სამშაბათს და ოთხშაბათს პრემიერ ლიგის 31-ე ტურის მატჩები შედგა. უპრინციპულესი შეხვედრა მოიგო ლონდონის “ჩელსიმ”, რომელმაც “მანჩესტერ სიტი” მინიმალური  სხვაობით (2:1) დაამარცხა. როგორც იქნა, იმარჯვა “არსენალმაც”. სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს “ლივერპულმა” და “მანჩესტერ უნაიტედმა”. გვაკვირვებს “ლესტერი”, რომელმაც ბოლო მატჩში ტურში 15 ქულა მოიპოვა.

Goal.Com-ი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

შმეიხელი, დევისი, გაბრიელი, ჰუტი, ბელერინი, აზარი, ალი, დემბელე, ოზილი, რედმონდი, დინი.

 

 

 

იაპ სტამმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

გამოცემა Four Four Two-მ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იაპ სტამთან 2009 წელს ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუს დროს, სტამმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ჰოლანდიელმა საუკეთესო თერთმეტეული თავისი ყოფილი თანაგუნდელებისა და მოწინააღმდეგეებისაგან დააკომპლექტა.

buffon

მეკარე – ჯანლუიჯი ბუფონი
ჩინებული მეკარე, რომელიც ვფიქრობ, რომ ამ მომენტისათვის მსოფლიოში საუკეთესოა. მე ორი დიდებული კიპერის – პეტერ შმეიხელისა და ედვინ ვან დერ სარის თანაგუნდელი ვიყავი, მაგრამ მათ შორის რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება.

defenders

მარჯვენა მცველი – კაფუ
იმის გამო, რომ შეტევაში შესანიშნავად მოქმედებდა, ბევრს დაავიწყდა, რომ ის დაცვაში ძალიან ძლიერი იყო. კაფუ არასოდეს ჩერდებოდა.

ცენტრალური მცველი – ალესანდრო ნესტა
ნესტა ძალიან ძლიერი მცველი იყო. მას თამაშის წაკითხვა შეეძლო, არ აკლდა სისწრაფე, საჰაერო ორთაბრძოლებში შესანიშნავად მოქმედებდა და ერთი-ერთზე ბრწყინვალედ თამაშობდა. რომ არა ტრავმები, ის კიდევ უფრო მეტს მიაღწევდა.

ცენტრალური მცველი – პაოლო მალდინი
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფეხბურთელი, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. პაოლო ძლიერი მცველი იყო, ცენტრშიც და მარცხენა ფლანგზეც შესანიშნავად თამაშობდა, შეტევაშიც ბრწყინვალედ ერთვებოდა. როცა საუკეთესო ფორმაში იყო, ბევრ გოლში იღებდა მონაწილეობას. ამ ფეხბურთელმა “მილანში” 24 წელი გაატარა – მისით ყველა აღტაცებული უნდა იყოს. არასოდეს მოქმედებდა “ბინძურად” და ცდილობდა ყველა პრობლემა საფეხბურთო უნარებით მოეგვარებინა.

მარცხენა მცველი – რობერტო კარლოსი
მისი მარცხენა ფეხი რკინას მაგონებდა. მას ბრწყინვალე დარტყმა ჰქონდა. გამიმართლა, რომ მისი საჯარიმოს შესრულების დროს ცოცხალ კედელში არასოდეს ვდგარვმარ, რადგან ყოველთვის სხვა ფეხბურთელს ვმეურმეობდი. კარლოსის დარტმული ბურთი რომ მოგხვედროდა, შესაძლებელი იყო, ფიზიკური დაზიანება მიგეღო. მარჯვენა ფლანგელისათვის მის წინააღმდეგ თამაში რთული იყო, რადგან რობერტოს მათი განეიტრალება ადვილად შეეძლო.

midfielders

მარჯვენა ნახევარმცველი – ლუიშ ფიგუ
ფიგუს შეჩერება ძალიან რთული იყო, ის სისწრაფესა და ტექნიკას კარგად იყენებდა. მართალია, დაცვაში შეცდომებს უშვებდა, მაგრამ შეტევაში ბრწყინვალედ თამაშობდა.

ცენტრალური ნახევარმცველი – როი კინი
კინის მსგავსი ფეხბურთელი, რომელიც თამაშს აკონტროლებს, ყველა გუნდს სჭირდება. ტაქტიკურად და პოზიციურად, ის ყოველთვის სწორად მოქმედებდა, ასევე, ერთი-ერთზე კარგად თამაშობდა.

ცენტრალური ნახევარმცველი – ზინედინ ზიდანი
ჩემი აზრით, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ზინედინი ნამდვილი გენიოსი იყო, ამიტომ მისი ყველა მოქმედება მარტივი ჩანდა. თქვენც იცით, როგორ იღებდა ბურთს – ეს შესანიშნავი რამ იყო. მართალია, სისწრაფე აკლდა, მაგრამ უმეტესად, თავის მეტოქეს ადვილად ატყუებდა. როცა მცველი მის წინააღმდეგ თამაშობდა, მუდმივად 100 პროცენტით კონცენტრირებული უნდა ყოფილიყო და მისთვის სივრცე არ უნდა დაეტოვებინა.

მარცხენა ნახევარმცველი – ალესანდრო დელ პიერო
ფეხბურთელი, რომელსაც გოლები არამარტო თვითონ გაჰქონდა, არამედ მომენტებს სხვებისთვისაც ქმნიდა. დელ პიეროს თანდაყოლილი ტექნიკა ჰქონდა, ის ასევე, ძალიან ღონიერი იყო, რაც ორთაბრძოლების დროს ეხმარებოდა.

strikers

თავდამსხმელი – დენის ბერგკამპი
ჰოლანდიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მას სასწაულებრივი ტექნიკა ჰქონდა. მან ყოველთვის იცოდა, სად იყვნენ მისი თანაგუნდელები და მათი თამაშში ჩართვაც კარგად გამოსდიოდა. დენისს გოლები ხშირად არ გაჰქონდა, მაგრამ მისი რამდენიმე გოლი დაუვიწყარია. ის ძალიან ჭკვიანი იყო და სივრცეს სწორად იყენებდა.

თავდამსხმელი – რომარიო
როცა ფორმაში იყო, ის შეუჩერებელი გახლდათ. 2000 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 34 წლის ასაკში, როცა ის “ფლამენგოს” ღირსებას იცავდა, “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა.

Sir-Alex-Ferguson

მწვრთნელი – სერ ალექს ფერგიუსონი
ის კარგად გრძნობდა, რა ხდებოდა მოედანზე. მას ყოველთვის ჰქონდა იმის უნარი, რომ ძლიერი გუნდი შეექმნა.

სათადარიგოები: ედვინ ვან დერ სარი, ტონი ადამსი, კაკა, რონალდო, ჩავი.

ევროპულ ჩემპიონატებში მოასპარეზე ფეხბურთელების სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

ევროპის წამყვან ჩემპიონატებში დასრულდა სეზონის პირველი წრე. ძალიან ბევრი ფეხბურთელი ამართლებს გაცემულ ავანსებს, ბევრი ისე ვეღარ ბრწყინავს. ასევე, გამოჩნდნენ ახალი ტალანტებიც.

Goal.Com-ი ევროპულ ჩემპიონატებში მოასპარეზე ფეხბურთელების სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

რუფიე, ასპილიკუეტა, ვან დიკი, სილვა, უოქერი, ჰამშიკი, ტიაგო, დე ბრუინი, ალექსისი, კოშტა, ობამეიანგი.

 

პრემიერ ლიგა: გასული შვიდი ტურის სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში უკვე შვიდი ტური ჩატარდა. თითქმის ყველა თამაში დაძაბულობითა და დიდი ინტრიგით გამოირჩა.

Goal.Com-ი გთავაზობს ნახსენები ტურების შეხვედრებში მონაწილე საუკეთესო 11 ფეხბურთელისგან შემდგარ სიმბოლურ ნაკრებს.

ლორისი, ბლინდი, კოსშელნი, ანდერვეირელდი, უოქერი, ლალანა, კაპუ, სონი, დე ბრუინი, სტერლინგი, კოშტა.

პრემიერ ლიგა: მეხუთე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

პრემიერ ლიგის მეხუთე ტური ძალიან საინტერესო გამოდგა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო და მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა. ლიდერმა “მანჩესტერ სიტიმ” დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია და პირველი ადგილი შეინარჩუნდა. მას მხოლოდ ორი ქულით “ჩამორჩა” ევერტონი. ასევე, მოიგო “ლესტერმაც”.

სანახაობრივი ტურის შემდეგ, Goal.Com-მა სიმბოლური ნაკრები შემოგვთავაზა.

ხავიერ ძანეტიმ 2014 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

მილანის “ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიერ ძანეტიმ 2014 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა წლის საუკეთესო გუნდში სამი თანამემამულე შეიყვანა.

ხავიერ ძანეტის მიერ შედგენილი სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

მეკარე: მანუელ ნოიერი;

მცველები: პაბლო საბალეტა, დიეგო გოდინი, მეჰდი ბენატია, ფილიპ ლამი;

ნახევარმცველები: პოლ პოგბა, ჩაბი ალონსო, ანხელ დი მარია;

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდუ, გარეტ ბეილი.

uefa-toty-2014-BB90B9E99AFBB0A5815724BE5C4D7635

ფიფამ მუნდიალის სიმბოლური ნაკრები დაასახელა

23 ივლისს ფიფამ 2014 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. 11 საუკეთსო 27 ივნისიდან მიმდინარე გამოკითხვის მეშვეობით გამოვლინდა.

მეკარე: მანუელ ნოიერი (გერმანია)

მცველები: დავიდ ლუისი (ბრაზილია), მარსელო (ბრაზილია), ტიაგუ სილვა (ბრაზილია), მატს ჰუმელსი (გერმანია). 

ნახევარმცველები: ანხელ დი მარია (არგენტინა), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია), ტონი კროოსი (გერმანია). 

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა), თომას მიულერი (გერმანია), ნეიმარი (ბრაზილია).

მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი (გერმანია). 

NBA-მ სეზონის სამი სიმბოლური ნაკრები დაასახელა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ 2013/14 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრებები შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ რეგულარული ჩემპიონატის MVP-ის კევინ დურანტის პირველ ხუთეულში შესვლას მხარი ყველა სპეციალისტმა დაუჭირა. სათქმელია ისიც, რომ „მაიამი ჰიტის“ ფორვარდს ლებრონ ჯეიმსს 125 სპეციალისტისგან ხმა 124-მა სპეციალისტმა მისცა, რის შესახებაც NBA.com-ი წერს.

2013/14 წლების სეზონის პირველი სიმბოლური ნაკრები:

ფორვარდები: კევინ დურანტი („ოკლაჰომა-სიტი“) – 625 ქულა (125 ხმა პირველ ნაკრებში შეყვანას); ლებრონ ჯეიმსი („მაიამი“) – 623 (124)

ცენტრი: ჟოაკიმ ნოა („ჩიკაგო“) – 551 (101)

უკანახაზელები: ჯეიმს ჰარდენი („ჰიუსტონი“) – 502 (73), კრის პოლი („კლიპერსი“) – 540 (86/125)

2013/14 წლების სეზონის მეორე სიმბოლური ნაკრები:

ფორვარდები: ბლეიკ გრიფინი („კლიპერსი“) – 350 (5), კევინ ლავი („მინესოტა“) – 237 (2)

ცენტრი: დუაიტ ჰოვარდი („ჰიუსტონი“) – 226 (9)

უკანახაზელები: სტეფ კარი („გოლდენ სტეიტი“) – 489 (65), ტონი პარკერი („სან-ანტონიო“) – 210 (14)

2013/14 წლების სეზონის მესამე სიმბოლური ნაკრები:

ფორვარდები: პოლ ჯორჯი („ინდიანა“) – 171 (4), ლამარკუს ოლდრიჯი („პორტლენდი“) – 159 (2)

ცენტრი: ელ ჯეფერსონი („შარლოტი“) – 191 (4)

უკანახაზელები: გორან დრაგიჩი („ფინიქსი“) – 115 (1), დემიან ლილარდი („პორტლენდი“) – 115 (2)