ვან პერსი ჯანმრთელადაა, დე გუზმანი ბრუნდება

ჰოლანდიის ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა რობინ ბან პერსიმ უელსის გუნდთან ამხანაგურ მატჩში მიღებულ დაზიანებაზე ისაუბრა.

“ამას ტრავმას ვერ დავარქმევდი. უბრალოდ სიფრთხილე გამოვიჩინე და მოედნიდან თავის დაზღვევი მიზნით გავედი. ამ გადაწყვეტილებამ სერიოზულ ტრავმას ამარიდა” – განაცხადა ვან პერსიმ.

ლუი ვან გალმა ფეხბურთელის სიტყვები დაადასტურა და ჯონათან დე გუზმანის მდგომარეობასაც შეეხო.

“ვან პერსის შემთხვევაში უბრალოდ თავი დავიზღვიეთ. ამხანაგურ მატჩში გარისკვა არ ღირს. რაც შეეხება დე გუზმანს, გამოკვლევამ დაადასტურა, რომ დაზიანება მძიმე არ არის და ის ბრაზილიაში წამოვა. თუმცა, შესაძლოა პირველი მატჩის გამოტოვება მოუწიოს” – განაცხადა ვან გალმა.