მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, ესპანეთის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი 720 ათას ევროს მიიღებს.
ამ თანხიდან 72 ათასს ესპანელები 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში მიიღებენ. 180 ათასი ევრო „ფურია როხას“ ყოველ წევრს 1/2 ფინალში გასვლის შემთხვევაში გადაეცემა, ხოლო თუ ნაკრები მხოლოდ ფინალისტი გახდება, გუნდის წევრები 360 ათას ევროს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ 2006 წლის მუნდიალზე ესპანელთათვის მსგავსი პრემია 540 ათას ევროს შეადგენდა, ხოლო 4 წლის წინ – 600 ათას ევროს.
მოახლოებული პლანეტის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის მეტოქეთა შორის ჰოლანდია, ავსტრალია და ჩილე იქნებიან.
ალექსანდრე მატევოსოვი