“ინტერი”: “სელტიკთან” დოდოს გარეშე

“ინტერის” ბრაზილიელი მცველი მარჯვენა ბარძაყის ტრავმის გამო ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

“სელტიკთან” მატჩის წინ, დოდო რობერტო მანჩინის გუნდში ერთადერთი დანაკლისი იქნება.

“ნერაძურის” ოცკაციანი განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ჰანდანოვიჩი, კარისო, ვერნი.

მცველები: ჯეზუსი, ანდრეოლი, კამპანიარო, ვიდიჩი, სანტონი, რანოკია, დ’ამბროსიო.

ნახევარმცველები: კოვაჩიჩი, გუარინი, კუზმანოვიჩი, მედელი, ობი, ერნანეში.

თავდამსხმელები: პალასიო, იკარდი, პუშკაში, შაქირი.

შეგახსენებთ, რომ ამ ორ გუნდს შორის პირველი შეხვედრა 3-3 დასრულდა.

დოდოს ოპერაცია არ დასჭირდება

„რომას“ მცველმა დოდომ გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც დაადასტურა, რომ მას მარცხენა მუხლის ოპერაციის გაკეთება არ დასჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ ავრცელებს.

აქედან გამომდინარე, ბრაზილიელი მოთამაშე აღდგენით პროცესს ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს. ამასთან ერთად ექიმთა ვარაუდი არ გამართლდა.

დასრულებულ სეზონში „ჯალოროსის“ მაისურით დოდომ 20 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ალექსანდრე მატევოსოვი