90-იანების ათი საუკეთესო მეკარე, რომელიც დღემდე თამაშობს

წარმოგიდგენთ 90-იანი წლების დასაწყისში ფეხბურთში მოსულ იმ ათ მეკარეს, რომელიც დღემდე აქტიურ სპორტშია.

1. მარკ შვარცერს ოქტომბერში 43 წელი შეუსრულდება, თუმცა ის კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს. არადა, ავსტრალიელი ჯერ კიდევ 1994/95 წლების სეზონში დრეზდენის „დინამოში“ თამაშობდა

2. ადრე ამჟამად 40 წლის შეი გივენის გარეშე „ნიუკასლის“ წარმოდგენა შეუძლებელი იყო. 2009 წელს მან ცდუნებას ვერ გაუძლო და „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან ჯო ჰარტს კონკურენცია ვერ გაუწია, რის გამოც „ასტონ ვილაში“ წასვლა მოუწია, სადაც მხოლოდ განვლილი სეზონის ბოლო ნაწილში ითამაშა

NEWCASTLE SHAY GIVEN WATCHES THE BALL GO IN AT ST JAMES PARK.

3. იკერ კასილიასი 18 წლის იყო, როდესაც 90-იანი წლების ბოლოს მადრიდის „რეალის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა. და, აი, ახლა, 16 წლის შემდეგ, ის „სამეფო კლუბს“ ტოვებს

4. სხვათაშორის, იმ პერიოდში კასილიასმა შემადგენლობიდან ალბანო ბიზარის ამოგდება გამოუვიდა. მოგვიანებით ბიზარი იტალიაში გადაბარგდა, თუმცა წარმატებას ვერც „ჯენოაში“ და ვერც „ლაციოში“ მაიღწია. განვლილ სეზონში მან „კიევოში“ ითამაშა, ცოტა ხნის წინ კი ვერონელებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა

5. ჯანლუიჯი ბუფონი „პარმას“ ძირითადი მეკარე „იუვეში“ გადასვლამდე დიდი ხნით ადრე გახდა

Parma's goalkeeper Gianluca Buffon (C) celebrates with his team mate Nestor Sensini (L) and Alain Boghossian (2R) after saving a penalty from Inter Milan's Ronaldo's (R) during their Italian Serie A soccer match in Milan's at San Siro stadium May 8. Ôîòî: REUTERS

6. „რომას“ ამჟამინდელი მეკარე მორგან დე სანქტისი 37 წლის ბუფონზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია

LEVERKUSEN, GERMANY - DECEMBER 09:  UEFA POKAL 99/00 Leverkusen; TSV BAYER 04 LEVERKUSEN - UDINESE CALCIO 1:2; JUBEL TORWART Morgan de SANCTIS (22); Massimo MARGIOTTA (29)/UDINESE  Ôîòî: Gettyimages.ru/Frank Peters/Bongarts

7. კრისტიან აბიატი „მილანში“ 1998 წლიდან ირიცხება. ამ პერიოდში მან იჯარით არაერთი კლუბი მოიარა, თუმცა 2008 წელს „როსონერიში“ დაბრუნდა

 

8. ალექს მანინგერი მრავალი წლის განმავლობაში „არსენალის“ მეორე მეკარე იყო. ავსტრიელმა ლონდონური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მაინც ვერ მოახერხა, რის გამოც „მეთოფეების“ დატოვება მოუწია. მანინგერი ერთი პერიოდი „იუვენტუსშიც“ იყო. ამჟამად ის „აუგსბურგში“ ირიცხება და ბუნდესლიგაში პერიოდულად თამაშიც უწევს

9. გავიხსენოთ „მილანის“ კიდევ ერთი მეკარე, თუმცა დღეს ის „როსონერიში“ აღარ თამაშობს. ნელსონ დიდა 90-იანების შუაში ბრაზილიის ნაკრებში მოხვდა. ამჟამად ის ბრაზილიურ „ინტერნასიონალშია“, რომლის შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამის მიუხედავად, 41 წლის გოლკიპერი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს

Brazil V Canada

 

10. „სან-პაულუში“ თამაში და გოლების გატანა როჟერიო სენიმ 20 წლის ასაკში დაიწყო. 42 წლის მეკარეს ეს წარმატებით დღესაც გამოსდის

აბიატი მილანში რჩება

“მილანის” 36 წლის მეკარემ კრისტიან აბიატიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ფეხბურთელი მილანურ კლუბში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

კონტრაქტის გახანგრძლივებამდე იტალიური პრესა ბევრს წერდა აბიატის შესაძლო წასვლის შესახებ და მის სავარაუდოდ შემცველებსაც ასახელებდა, თუმცა საბოლოოდ გამოცდილმა მეკარემ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

“მილანის” ღირსებას აბიატი 1998 წლიდან იცავს. ამ პერიოდში სამი სეზონი მეკარემ იჯარის წესით “იუვენტუსში”, “ტორინოში” და “ატლეტიკოში” გაატარ.ა

აბიატი „მილანთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის მზადაა

„მილანის“ მეკარის კრისტიან აბიატის აგენტი კლაუდიო ვიგორელი იმედოვნებს, რომ მისი კლიენტი „როსონერისთან“ ახალ, ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„აბიატი და „მილანი“ ერთმანეთთან ყოველთვის იქნებიან დაკავშირებული. იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ჩემს კლიენტთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების სურვილი ექნება, კრისტიანი თანახმა იქნება, რადგან, მას რომელიმე სხვა კლუბის მაისურით ვერ წარმოვიდგენ.

დადებითი შედეგის იმედი გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ „როსონერის“ ვიცე-პრეზიდენტს ადრიანო გალიანის უნდა შევხვდეთ. მასთან შეხვედრის შემდეგ აბიატის ბედი ცნობილი გახდება“, – განაცხადა აგენტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

აბიატი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

იტალიური “მილანის” მეკარე, კრისტიან აბიატი აცხადებს, რომ შესაძლოა, მან მიმდინარე სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ აბიატი “როსონერიში” 1998 წელს მივიდა. იტალიელი კარის დარაჯი რამდენიმე სეზონის განმავლობაში სხვადასხვა კლუბებში იყო განათხოვრებული.

როგორც 36 წლის კიპერი ამბობს, თუ კლუბი მას ახალ კონტრაქტს შეთავაზებს, მაშინ ის ფეხბურთის თამაშს არ შეწყვეტს.

“გავაგრძელებ თუ არა ფეხბურთის თამაშს მომდევნო სეზონში? 36 წლის ვარ და ბუნებრივია, რომ რაღაც პრობლემები მაქვს. “მილანში” არაერთი დიდებული სეზონი ჩავატარე. თუ კლუბი ახალ კონტრაქტს არ შემომთავაზებს, 90 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ საფეხბურთო კარიერას დავასრულებ”, – ამბობს აბიატი.