განვლილი „როლან გაროსის“ საუკეთეს ეპიზოდები

თქვენ წინაშეა დასრულებული საფრანგეთის ღია პირველობის საუკეთესო ეპიზოდების ამსახველი ვიდეო.

შარაპოვამ „როლან გაროსი“ მოიგო

დღეს საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს რუსი მარია შარაპოვა და რუმინელი სიმონა ჰალეპი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ორივე მოთამაშემ გულეშმატკივრებს ფინალისთვის შესაფერისი მატჩი აჩუქა. საბოლოოდ, სამ სეტში შარაპოვამ გაიმარჯვა (6:4, 6:7, 6:4).

ამ გამარჯვებით WTA-ს საერთო რეიტინგში მარია მეშვიდე ადგილიდან მეხუთე ადგილზე ავიდა. რაც შეეხება ჰალეპს, რუმინელმა ფინალში გასვლით მეოთხე ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

სათქმელია ისიც, რომ 27 წლის შარაპოვა ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში მე-12 მოთამაშე გახდა, რომელმაც „დიდი სლემის“ ხუთი ტურნირი მოიგო. მსგავს შედეგს სხვადასხვა წლებში შტეფი გრაფმა (22 ტიტული), კრის ევერტმა, მარტინა ნევრატილოვამ (18), სერენა ულიამსმა (17), მარგარეტ კორტმა (11), მონიკა სელეშმა (9), ბილი ჯინ კინგმა (8), ოვონ გულაგონგმა, ვინუს უილიამსმა, ჟიუსტინ ენენმა (7) და მარტინა ჰინგისმა (5) მიაღწიეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯოკოვიჩი: „ნადალის წინააღმდეგ აგრესიულად ვითამაშებ“

პლანეტის მეორე ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალთან საფრანგეთის ღია პირველობის მოახლოებულ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ხვალ გაიმართება.

„როლან გაროსის კორტებზე ნადალი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ამიტომაც რაფას დამარცხების შანსი მხოლოდ მაშინ მექნება, თუ მთელი მატჩის გნამავლობაში აგრესიულად ვითამაშებ.

ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში როლან გაროსის კორტებზე ერთმანეთს ხშირად ვხვდებით. პირველ რიგში, გასახსენებელია შარშანდელი ნახევარფინალი, რომელიც ნადალმა მოიგო. მოახლოებულ ფინალში, შევეცდები, წინა შეცდომები აღარ გავიმეორო“, – განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი