ზარანდია “გენკში” გადადის

ბელგიური პრესის ცნობით საქართველოს 19-წლამდე ნაკრების და თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელი ლუკა ზარანდია კარიერას “გენკში” გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელმა ბელგიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

გასულ სეზონში ზარანდიამ “ლოკომოტივის” შემადგენლობაში პირველ ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლის გატანა მოახერხა.