იაპონიის ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროცესში იაპონიის ნაკრებს დაგეგმილი ჰქონდა 3 ამხანაგური მატჩი კვიპროსთან, კოსტა რიკასა და ზამბიასთან (პირობითად როგორც: საბერძნეთი, კოლუმბია, კოტ დივუარი)

 

პირველი მატჩში, რომელიც  გაიმართა კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, იაპონელებმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა მისი წარმატებით დაგვირგინება ვერ მოახერხეს გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა სინძი კაგავამ ისარგებლა მეკარის უხეში შეცდომით, გადასცა რა ბურთი „შალკეს“ განაპირა მცველ აცუტო უჩიდას, რომელმაც არ დააყოვნა და ცარიელ კარში ზუსტი დარტყმით გადაგზავნა ბურთი, შესაბამისად, ეს მატჩი დასრულდა ანგარიშით 1:0 იაპონიის სასარგებლოდ.

შემდეგი მატჩი გაიმართა კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ (კოსტა რიკა ასევე მონაწილეობს მუნდიალზე D ჯგუფში, ინგლისის, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად). მატჩი დაიწყო იაპონელ ფეხბურთელთა აშკარა დომინირებით, თუმცა მიუხედავად ამისა, პირველი გოლი კოსტა რიკელთა შეტევას მოყვა, 0:1. მეორე ტაიმში კიდევ უფრო გააქტიურდა იაპონიის ნაკრები, ჰონდას („მილანი“) პასი და იასუჰიტო ენდოს („გამბა ოსაკა“) ერთი შეხებით დარტყმის შედეგად ანგარიში გათანაბრდა. მატჩის მე-80 წუთზე კაგავასა და იოიჩირო კაკიტანის („ცერეზო ოსაკა“) გათამაშების შემდეგ კაგავამ იაპონიის ნაკრები დააწინაურა 2:1. მატჩის მიწურულს საბოლოო წერტილი კაკიტანიმ დასვა, შესანიშნავი გასროლა კარისკენ და 3:1 საბოლოო ანგარიში

ბოლო მატჩი შედგა ზამბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. ზამბიელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და სწრაფადვე გახსნეს ანგარიში. რამდენიმე წუთში მათ კვლავ შეუტიეს იაპონიის კარს, დარტმა საჯარიმოს მისადგომიდან და ანგარიში ორამდე გაიზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს მსაჯმა ხელით თამაში დააფიქსირა ზამბიელ ფეხბურთელზე, დაინიშნა პენალტი, ჰონდა, ზუსტი დარტყმა და 1:2. მეორე ნახევარში იაპონელებმა მოახერხეს ძალების მობილიზება, კაგავას მოხდენილი დარტყმა და ანგარიში გათანაბრდა. ზუსტად ერთ წუთში, მასატო მორიშიგეს („ტოკიო“) პასით ჰონდამ  დასწრებაზე ითამაშა და იაპონია წინ გაიყვანა. მატჩის მიწურულს, ზამბიელების შორეულ დარტყმა და ანგარიში შოკისმომგვრელად გათანაბრდა, თუმცა იაპონელი ფეხბურთელები არ დაიბნენ, ტოშიჰირო აოიამას („სანფრეცჩე ჰიროშიმა“) შესანიშნავი გადაცემა, ბურთს ღებულობს იოშიტო ოკუბო („კავასაკი ფრონტალე“), მოხდენილად აგზავნის კარის მიმართულებით და გააქვს გამარჯვების გოლი. 4:3 იაპონიის სასარგებლოდ

 

wc07065-300x250

 

ფეხბურთელების საგოლე სტატისტიკა:

სინძი კაგავა („მანჩესტერ იუნაიტედი“): 3 მატჩში 2 გოლი, 1 საგოლე პასი

კეისუკე ჰონდა („მილანი“): 3 მატჩში 2 გოლი, 1 საგოლე პასი

იოიჩირო კაკიტანი („ცერეზო ოსაკა“): 3 მატჩში 1 გოლი, 1 საგოლე პასი

ატსუტო უჩიდა („შალკე“): 3 მატჩში, 1 გოლი

იასუჰიტო ენდო („გამბა ოსაკა“): 3 მატჩში 1 გოლი

იოშიტო იკუბო („კავასაკი ფრონტალე“): 3 მატჩში 1 გოლი

მასატო მორიშიგე („ტოკიო“): 3 მატჩში 1 საგოლე პასი

ტოშიჰირო აოიამა („სანფრეცჩე ჰიროშიმა“): 2 მატჩში 1 საგოლე პასი

 

მეკარეები:

ეიჯი კავაშიმა („სტანდარდი“): 2 მატჩში 1 გაშვებული გოლი

შუსაკუ ნიშიკავა („ურავა რედსი“): 1 მატჩში 3 გაშვებული გოლი