დღეს ლა ლიგა 2-ში მე-18 ტურის შეხვედრაში “ხიმნასტიკმა” “სევილია ბ-ს” უმაპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა მეტოქე.
მასპინძლეთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც შეეხება “სევილიას” რიგებში მოთამაშე გიორგი აბურჯანიას, ის დღეს განაცხადს მიღმა აღმოჩნდა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ამის მიზეზი. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, “ხიმნასტიკი” მე-11 წუთზე მიკელის გოლით დაწინაურდა, რასაც 37-ზე მოლინას გოლი მოჰყვა. სტუმრებმა ანგარიშის შემცირება 76-ე წუთზე შეძლეს, თავი ფერნანდესმა გამოიჩინა. საბოლოოდ “ხიმნასტიკმა” 2:1 დაამარცხა მეტოქე.
ამ გამრჯვების შემდეგ, კაკაბაძის გუნდი მე-15 პოზიციაზეა, ხოლო “სევილია ბ-ს” 13 ქულა აქვს და 21-ე ადგილს იკავებს.