“არსენალი” მზადაა, “ატალანტას” კრისტანტეს ტრანსფერისთვის საჭირო თანხა გადაუხადოს

Football Italia-ს მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “ატალანტას” ნახევარმცველის, ბრაიან კრისტანტეს ტრასნფერით საკმაოდ სერიოზულად არის დაინტერესებული ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა.

იტალიური წყაროს ცნობით, “არსენალი” მზადაა 30 მილიონი ევრო გადაიხადოს კრისტანტეს ტრანსფერში, რომელიც ამ დროისთვის “ბენფიკას” ეკუთვნის, თუმცაღა “ატალანტას” მისი 4 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს.

კრისტანტეს გარშემო არსებულ ვითარებას “არსენალთან” ერთად “ლივერპული”, “ნაპოლი”,”ინტერი” და “ლაციოც” აკვირდება. 23 წლის კრისტანტეს ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 34 მატჩში გატანილი 10 გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.

მილანი კრისტანტეს გაყიდვას არ აპირებს

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით “მილანის” ხელმძღვანელობამ კრისტატნეს ტრანსფერთან დაკავშირებით ბენფიკას წინადადებაზე უარი განაცხადა. პორტუგალიელები ფეხბურთელში 3 მილიონ ევროს იხდიდნენ.

ახალგაზრდა ნახევარმცველს “მილანთან” კონტრაქტი 2018 წლამდე აქვს. “როსონერის” პოტენციური მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი კრისტანტეზე უარის თქმას არ აპირებს.

გასულ სეზონში ბრაიან კრისტანტემ სერიაში 3 მატჩი ითამაშა და ერთი გოლთან ერთად საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.