2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის თილისმად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ბინადარი ჯავშნოსანი ცხოველია შერჩეული, რომელსაც სახელად ფულეკო უწოდეს. სახელის ამორჩევის პროცესში მთელი ქვეყანა მონაწილეობდა. ბრაზილიელთა 48 პროცენტმა ხმა სწორედ „ფულეკოს“ მისცა, რაც, ფიფას ვერსიით, ნიშნავს – ფეხბურთს პლუს ეკოლოგია.
მუნდიალის თილისმას ბიოგრაფიაც კი მოუფიქრეს. ფულეკო 2000 წლის 1-ელ იანვარს დაიბადა. მას უყვარს ფეხბურთი და გატანილ გოლებს ჯავშნის ცხვირის ცეკვით აღნიშნავს. ცხოველის თავზე გამოსახული ლურჯი ჯავშანი სიმბოლურად ბრაზილიის ცასა და სუფთა წყლებს განასახიერებს. ფულეკოს კერპები კი, რა თქმა უნდა, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელები არიან – პელე და რონალდო.
ბექა დოგრაშვილი