ჯინობილის უჩინარი სამქულიანი, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა (ვიდეო)

“სპურსის” მცველმა, მანუ ჯინობილიმ გუშინდელ მატჩში კურიოზული 3-ქულიანი ჩააგდო, რომელიც მსაჯებმა ვერ დაინახეს და შესაბამისად, არც ჩათვალეს. ეს მატჩი “სან ანტონიო სპურსის” გამარჯვებითა და “ნიკსის” დამარცხებით დასრულდა (100:91).

ძნელი სათქმელია, პასის გაკეთებას სცდილობდა ჯინობილი, თუ ეს სპეციალურად, მეტოქის დასაბნევად გაშვებული სამქულიანი იყო, მაგრამ, რაც მთავარია, ნასროლმა მიზანს მიაღწია.

“გაგიჟებული ვიყავი! როდესაც ასეთ ბურთს აგდებ, ბუნებრივია, რომ უნდა ჩათვალონ. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველანაირი წესის დაცვით არის ჩაგდებული,” – ციტირებს ჯინობილის სიტყვებს ESPN.

თავდაპირველად მსაჯებმა არგენტინელის ეს გასროლა ორ ქულად შეაფასეს. თუმცა, მესამე მეოთხედის დასრულების შემდეგ ვიდეოგამეორების საშუალებით კიდევ ერთხელ ნახეს ეს ეპიზოდი და “სპურსს” კიდევ ერთი ქულა დაუმატეს.

ჯინობილი „გოლდენ სტეიზე“ არ ფიქრობს

„სან-ანტონიოო სპურსის“ შემტევი უკანახაზელი მანუ ჯინობილი თვლის, რომ „გოლდენ სტეიტის“ სუსტი წერტილების განხილვის დრო ჯერ არ მოსულა.

„ვიცი, რომ ახლა ყველა „გოლდენს ტეიტის“ ძალაზე საუბრობს. ის ჩვენც ვიგრძენით. ხალხი „უორიორსის“ გაჩერებაზე ფიქრობს. ბევრი თვლის, ეს შეუძლებელია.

არ ვიცი, ისინი როგორ დავამარცხო, მაგრამ ამაზე ახლა არც ვფიქრობ. აღნიშნულ პრობლემას დროს მაისში ან ივნისში დავუთმობ. ამ მომენტისთვის „გოლდენ სტეიტთან“ მოგება ცხრილში მხოლოდ ერთ ქულას მოგვიტანს. ამიტომ, „სან-ანტონიოში“ ამ გუნდის დამარცხების გზების პოვნას კრიტიკული მნიშვნელობის გამოჩენის შემდეგ დავიწყებთ“, ციტირებს ჯინობილის „La Nacion“-ი.

ჯინობილი: „მსგავსი რამ ბევრჯერ განმეორდება, თუ დანკანი 48 წლამდე ითამაშებს“

„სან-ანტონიო სპურსის“ შემტევმა უკანახაზელმა მანუ ჯინობილიმ ტიმ დანკანის 19-წლიანი კარიერის განმავლობაში პირველად მოედნის უქულოდ დატოვების შესახებ ისაუბრა.

„ეს, რა თქმა უნდა, უჩვეულოა, მაგრამ ტიმს სათამაშო ცოტა დარჩა. თუ ის 48 წლამდე ითამაშებს, მაშინ, ვფიქრობ, მსგავსი რამ არაერთხელ განმეორდება“, – ციტირებს მანუს ESPN.

„გიუსტოკ როკეტსთან“ შეხვედრაში დანკანმა თამაშიდან სამი სროლა ვერ ჩააგდო, ჯამში კი ბურთი ოთხჯერ მოხსნა და ორი პასიც მიითვალა. „სან-ანტონიომ“ აღნიშნულ შეხვდრა 121:103 მოიგო.

ჯინობილი „ნიუ-ორლეანთან“ ვერ ითამაშებს

„სან-ანტონიო სპურსის„ მცველს მანუ ჯინობილის „დენვერ ნაგეტსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში არ უთამაშია. არგენტინელს ფეხის პრობლემები აქვს, რის გამოც, ის, დიდი ალბათობით, „ნიუ-ორლეან პელიკანსთანაც“ შეხვედრას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ „სან-ანტონიომ“ „დენვერს“ ანგარიშით 109:98 სძლია.

მიმდინარე სეზნში 38 წლის ჯინობილის საშუალო მონაგარი 9 მატჩში 11,7 ქულას, 3,7 პასს, 3,3 მოხსნასა და 1,3 ჩაჭრას შეადგენს.

ახალი სეზონი „სან-ანტონიოს“ „დიდი ტრიოსთვის“ ბოლო იქნება

„სან-ანტონიო სპურსის“ გამთამაშებელი ტონი პარკერი თვლის, რომ 2015/16 წლების სეზონი მისთვის, მანუ ჯინუბილისთვის და ტიმ დანკანისთვის ბოლო იქნება, რომელშიც „დიდ ტრიოს“ სრული შემადგენლობით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება.

„ჩინებულ ზაფხულს ვატარებთ. ლამარკუსი ძალიან დაგვეხმარება. მიხარია, რომ ტიმი და მანუ დაბრუნდნენ. ბოლო შანსი გვექნება, რომ ტიტული ერთად მოვიგოთ„, – განაცხადა ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ტიმ დანკანმა და მანუ ჯინობილიმ „სპურსთან“ ახაი, ერთწლიანი კოტნრაქტები გააფორმეს.

მანუ ჯინობილი: “სამწუხაროა, რომ არგენტინელები მესის არ აფასებენ”

არგენტინელმა კალათბურთელმა ემანუელ ჯინობილიმ კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ ლიონელ მესის მიმართ გახშირებულ კრიტიკაზე ისაუბრა.

“მესი ნამდვილი მონსტრია. ის ჩამოვიდა ნაკრებში, ითამაშა და გაიყვანა გუნდი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისა და 2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩებში. ეს არის ლატარია, ან წააგებ, ან მოიგებ. გამარჯვებასა და მარცხს შორის ძალზედ ვიწრო ხაზია. მას მუნდიალის ფინალი რომ მოეგო, ყველა დადუმდებოდა. დღევანდელ არგენტინულ ფეხბურთში იგი ყველაზე ძვირფასი მარგალიტია და მისი კრიტიკა უბრალოდ წარმოუდგენელია. სამწუხაროა, რომ მესის ასე ეპყრობიან, თითქოს ის ამას იმსახურებს”, – მანუ ჯინობილის კომენტარი “ოლემ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მესისთან ერთად კოპა ამერიკის ფინალში გავიდა, თუმცა მასპინძელ ჩილესთან პენალტების სერიაში 1:4 დამარცხდა. არგენტინელთა მხრიდან ეს ერთადერთი გოლიც მესიმ გაიტანა.

 

პარკერი: „ვფიქრობ, დანკანი და ჯინობილი კიდევ ერთ სეზონს ითამაშებენ“

„სან-ანტონიო სპურსის“ გამთამაშებელმა ტონი პარკერმა თანაგუნდელების ტიმ დანკანისა და მანუ ჯინობილის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ დანკანი და ჯინობილი კიდევ ერთ სეზონს ითამაშებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ოპტიმიზმის შენარჩუნებას ვცდილობთ. ორივეს ვესაუბრე და ჩემი აზრი გავუზიარე. ახლა მათი მხრიდან გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული“, – ციტირებს პარკერს „სან-ანტონიო ექსპრეს ნიუსი“.

ჯინობილის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

„სან-ანტონიო სპურსის“ შემტევმა უკანახაზელმა მანუ ჯინობილიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, გააგრძელოს თუ არა კარიერა.

„რამდენიმე კვირაში ვნახავ, თუ როგორ ვიგრძნობ თავს. ყოფილი მოთამაშის როლის მორგება ცოტა რთლი უნდა იყოს“, – ციტირებს ჯინობილის „სან-ანტონიო ექსპრეს-ნიუსი“.

აქამდე კალათბურთელმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას მაისის ბოლოს მიიღებდა.

ჯინობილი: „დღეს კარიერის დასრულებაზე ფიქრს არ ვაპირებ“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის გადამწყვეტი მატჩის წაგების შემდეგ „სან-ანტონიო სპურსის“ უკანახაზელმა მანუ ჯინობილიმ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

„დიახ, ერთ თვეში 38 წელი შემსრულდება და, წესით, კარიერას უნდა დასრულებდა. თუმცა, ჯერ არ ვიცი, როდის გავაკეთებ ამას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს ნამდვილად არ მივიღებ“, – ციტირებს მანუს AP-ი.

ჯინობილიმ შეცდომა გამოასწორა და ჩინებული ბლოკი მიითვალა (ვიდეო)

„მინესოტა ტიმბერვულვზთან“ შეხვედრის მეორე მეოთხედის ბოლოს მანუ ჯინობილიმ ბურთის დაკარვა აანაზღაურა და კევინ მარტინი ჩინებული ბლოკით შეაჩერა.

ჯინობილიმ „ფინიქსთან“ მატჩი ზურგის ტრავმის გამო ვერ დაასრულა

„სან-ანტონიო სპურსის“ უკანახაზელმა მანუ ჯინობილიმ „ფინიქს სანსთან“ მატჩის დასრულება ვერ მოახერხა. გრეგ პოპოვიჩს გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურგი იტკინა, რის შესახებაც „The Score“ წერს.

არგენტინელმა ათი წუთის განმავლობაში ითამაშა, რის შემდეგაც ტკივილი იგრძნო და მოედანი დატოვა. აღნიშნულ პერიოდში მანუმ 4 ქულის, 2 მოხსნის, 3 ასისტისა დ 2 ჩაჭრის მითვლა მოასწრო.

ცნობისთვის, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედმა ჩემპიონმა მეტოქე ანაგრიშით 100:95 დაამარცხა.

მანუ ჯინობილიმ ბორის დიაოს სისწრაფეს დასცინა (ვიდეო)

„სან-ანტონიო სპურსის“ მცველმა მანუ ჯინობილიმ თანაგუნდელ ბორის დიაოს სისწრაფეს დასცინა.

„არ მჯერა, რომ ვინმე ბორის კვლავ მშრომელს ეძახის“, – დაწერა ჯინობილიმ თავისი ტვიტერის გვერდზე და პოსტს შემდეგი ვიდეო დაურთო: