წარმოგიდგენთ განვლილ სეზონში „სან-ანტონიო სპურსის“ საუკეთესო ეპიზოდების ამსახველ ვიდეოს.
ჭდე: მანუ ჯინობილი
ბუენოს-აირესში მანუ ჯინობილის ძეგლი დადგეს
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში არგენტინული კალათბურთის ლეგენდის, „სან-ანტონიო სპურსის“ ვეტერანის მანუ ჯინობილის ძეგლი დადგეს.
საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად უკანახაზელმა 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს, ხოლო 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლები მოიგო. მანამდე, 2002 წელს მანუსთან ერთად არგენტინელები მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლების პრიზიორები გახდნენ.
„სან-ანტონიომ“ მანუ ჯინობილის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში აუკრძალა
„სან-ანტონიო სპურსმა“ მცველ მანუ ჯინობილის ესპანეთში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის უფლება აუკრძალა, რის შესახებაც „San Antonio Express-News“-ის ჟურნალისტი ბაკ ხარვი წერს.
2013/14 წლების სეზონის ბოლოს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ მანუს მარცხენა ფეხის პრობლემები აღმოუჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, პლეიოფის ფინალური სერიის წინ გამოჩნდა. ტეხასელებმა 37 წლის კალათბურთელს წერილი გაუზავნეს, რომელშიც ამის შესახებ აცნობეს.
სავარაუდოდ, ჟინობილი სექტემბრის ბოლომდე სათამაშოდ მზად იქნება.
ჯინობილი: „მსოფლიო ჩემპიონატის თაობაზე გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს მივიღებ“
„სან-ანტონიო სპურსის“ უკანახაზელი მანუ ჯინობილი უახლოეს დროში გადაწყვეტს, დაეხმაროს თუ არა არგენტინის ნაკრებს ესპანეთში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზე.
„გადაწყვეტილება უახლოეს დროში უნდა მივიღო. მწვრთნელს პატივი უნდა ვცე. ვარჯიში ერთ თვეში დაიწყება და მსურს, რომ მან იცოდეს, ვიქნები თუ არა. სიმართლე რომ გითხრათ, თავს უხერხულად ვგრძნობ. ყოველ წელს უფრო და უფრო მიჭირს, რადგან ოჯახსა და ჩემს ფიზკურ მდგომარეობაზე ვფიქრობ. ამიტომაც, შევეცდები, ყველაფერი კვირის ბოლომდე გადავწყვიტო“, – განუცხადა მანუმ „Spurs Nation“-ს.
ჯინობილი: „ყველაფერი წამებში გადაწყდა“
„სან-ანტონიო სპურსის“ უკანახაზელის მანუ ჯინობილის თქმით, „მაიამისთან“ ფინალური სერიის მეორე მატჩის შედეგი (96:98) მატჩის ბოლოს ტეხასელთა უყურადღებობამ განაპირობა.
„ყველაფერი მცირე დეტალებმა გადაწყვიტეს. ყოველ მოქმედებას მნიშვნელობა აქვს.
იყო მომენტები, როცა გვავიწყდებოდა, თუ რისი წყალობით მივედით ფინალურ სერიამდე. ჩვენი მეტოქე ჩინებული გუნდია, ასე რომ, მატჩის მოსაგებად იდეალურად თამაშია საჭირო. შეხვედრის ბოლოს კარგად ვერ ვითამაშეთ“, – განუცხადა მანუმ NBA.com-ს.
ალექსანდრე მატევოსოვი