“ფენერბაჰჩეს” თავდამსხმელს 92 წყვილი ფეხსაცმელი მოპარეს

“ფენერბაჰჩეს” თავდამსხმელი ფერნანდო გაძარცვეს.

Globoesporte-ის ცნობით, რიო დე ჟანეიროში მდებარე ბინიდან წაღებულია სამი ტელევიზორი და 92 წყვილი ძვირადღირებული ფეხსაცმელი. გარდა ამისა, წაყვანილია ავტომობილიც. ფეხბურთელის ბინა ქალაქის ელიტურ რაიონში მდებარეობს, თუმცა კარგად დაცული არ გახლდათ.

ფერნანდო “ფენერბაჰჩეს” ღირსებას 2013 წლიდან იცავს. იგი სტამბულში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

ხავი გარსია „სიტის“ დატოვებს

„მანჩესტერ სიტიმ“ ესპანელ ნახევარმცველ ხავი გარსიასთან განშორება გადაწყვიტა. უახლოეს პერიოდში „ქალაქელებმა“ „პორტუს“ ნახევარმცველ ფერნანდოსთან კონტრაქტი უნდა გააფორმონ, რის შემდეგაც ხავი გარსიას ადგილი გუნდში აღარ მოიძებნება.

„სიტიში“ ფერნანდოს შესაძლო გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კლუბში იაია ტურეს დარჩენის საკითხსაც. გავიხსენოთ ისიც, რომ სეზონის ბოლო კოტ დივუარელ ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ერთგვარი კონფლიქტი აგორდა, როცა „სიტის“ მეპატრონეებმა ტურეს იუბილე არ მიულოცეს.