რონდომ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

„საკრამენტო კინგზის“ გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ ლიგისგან ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რის შესახებაც ESPN.com წერს.

თავის ყოფილ გუნდთან „ბოსტონ სელტიკსთან“ მატჩში რონდომ მსაჯთან კამათისშთვის ორი ტექნიკური მიიღო. სათქმელია, რომ მეორე ტექნიკურის შემდეგ მან მსაჯის გადაწყვეტილების აპელირება სცადა, თანაგუნდელები მის დაწყნარებასაც ეცადნენ.

რონდო „ჰიუსტონ როკეტსთან“ შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც სამშაბათს გაიმართება.

გეი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

ფორვარდმა რუდი გეიმ ზაფხულში „საკრამენტოსთან“ არსებული კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი გამოიყენა და კლუბში კიდევ ერთი სეზონით დარჩა. თუმცა, კალათბურთელი „კინგზსთან“ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

„მოლაპარაკება ჩემი ესპანეთში გამგზავრების წინ დავიწყეთ, თუმცა ამის შემდეგ ამაზე არც გვისაუბრია. ახლა ამ თემაზე ფიქრს არ ვისურვებდი. ვცდილობ, გუნდი უკეთესი გავხადო და თვითონაც განვითარდე. არ მინდა, საკონტრაქტო კითხვებზე ვდარდობდე. ვფიქრობ, ასეა თუ ისე, ეს სიტუაცია, თავისით მოგვარდება“, – განაცხადა რუდიმ.

რონდო „საკრამენტოში“ გადასვლასთან ახლოსაა

„ბოსტონ სელტიკის“ ბოლო ვარკსვლავი, სავარაუდოდ, კარიერას დასავლეთ კონფერენციაში გააგრძელებს.

რაჟონ რონდოს სანაცვლოს „ბოსტონ სელტიკსი“ „საკრამენტო კინგზის“ მოთამაშეებს ბენ მაკლემორს, დერიკ უილიამსსა და რამდენიმე დრაფტ-პიკს მიიღებს. აშშ-ს პრესის ვარაუდით, ახალი სეზონის დაწყებამდე რონდო „კინგზის“ მოთამაშე 80%-ით გახდება.

განვლილ სეზონში რაჟონმა სულ 29 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი ერთ მატჩში 11,5 ქულა, 5,6 მოხსნა და 10,1 გადაცემა შეადგინა.

რუდი გეი „საკრამენტოს“ წარმომადგენლებს შეხვდება

ჟურნალისტ ჯეიმს ჰემის ინფორმაცით, ხვალ რუდი გეი „საკრამენტო კინგზის“ წარმომადგენლებს შეხვდება და კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებას განიხილავს. შეხვედრაში მონაწილეობას ასევე „მეფეთა“ ყოფილი ვარკსვლავი მიტჩ რიჩმონდი და კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი კრის მალინი მიიღებენ.

გეის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის ხხიედვითაც, მას ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ საკრამენტოელებმა გეი გასული წლის დეკემბერში „ტორონტო რეპტორსთან“ გაცვლის შედეგად დაიმატეს. 55 მატჩში რუდის საშუალო მონაგარმა 20,1 ქულა და 5,5 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი