ოფიციალურად: „სან-ანტონიომ“ ლენარდთან გაახანგრძლივა

„სან-ანტონიო სპურსმა“ ფორვარდ კავაი ლენარდთან კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა.

კლუბმა შეთანხმების დეტალები არ გაასაჯაროვა. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება 5 წლით იმოქმედებს და ამ პერიოდში კალათბურთელი, ხელფასის სახით, 90 მილიონ დოლარს მიიღებს.

ლენარდმა განვლილი სეზონის რეგუალრულ ჩემპიონატში საშუალოდ 16,5 ქულა, 7,2 მოხსნა, 2,5 გადაცემა და 2,3 ჩაჭრა მიითვალა. 2015 წლის ზაფხულში ის შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახდა.

 

კავაი ლენარდი: „მარჯვენა თვალით ცუდად ვხედავ“

„სან-ანტონიო სპურსის“ ფორვარდმა კავაი ლენარდმა „ნიუ-ორლეან ჰორნეტსთან“ მარცხის შემდეგ აღიარა, რომ ზაფხულში თვალთან დაკავშირებული პრობლემებისგან ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა.

„მარჯვენა თვალით სრულყოფილად ჯერ კიდევ ვერ ვხედავ. იმედია, მალე გამოვჯანმრთელდები. თუმცა, შეჩვევა და რითმის დაჭერა, ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განუცხადა ლენარდმა „სან-ანტონიო ექსპრეს-ნიუსს“.

კავაი ლენარდმა მაიკლ ჯორდანს აჯობა

„სან-ანტონიო სპურსის“ მოთამაშემ კავაი ლენარდმა სროლის სიზუსტის კონკურსში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდას მაიკლ ჯორდანს აჯობა.

სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი კავაი ლენადის მონაწილეობით (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც „სან-ანტონიო სპურსის“ ფორვარდის კავი ლენარდის მონაწილეობით განვლილ სეზონში ათი საუკეთესო ეპიზოდია ასახული.

კავაი ლენარდის ლამაზი დანკი – დღის საუკეთესო ეპიზოდები (ვიდეო)

დილით, მაიამიში, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მესამე მატჩი შედგა, რომელიც „სან-ანტონიო სპურსის“ გამარჯვებით 111-92 დასრულდა.

წარმოგიდგენთ აღნიშნული მატჩის ხუთი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს: