“ლივერპული” რახიმ სტერლინგს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება. The Telegraph-ის ცნობით, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უშედეგოდ მიმდინარეობს.
წყარო იუწყება, რომ “ლივერპულმა” 20 წლის ინგლისის ნაკრების მოთამაშეს ხელფასის გაზრდა 40 ათასთ შესთავაზა, რის საფუძველზეც სტერლინგი კვირაში 70 ათასს გირვანქას მიიღებდა. გარდა ამისა, მერსისაიდელებმა მოთამაშეს ბონუსების სისტემაც შესთავაზეს. თუმცა, სტერლინგმა კატეგორიული უარით უპასუხა კლუბის ხელმძღვანელობას.
მიმდინარე სეზონში ნახევარცმველმა პრემიერ ლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.