ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა კონიას საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფიდან გასვის შანსი დაკარგა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა საწყისი 3 მატჩიდან 2 მოიგო და მორიგ ტურში ლიტვას შეხვდა, თუმცა დიდსვაობიანი მარცხი იწვნია და ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრის შანსი დაკარგა.

ქართველმა 16-წლამდელებმა ლიტველებს პირველ მეოთხედში ღირსეული ბრძოლა გაუმართეს და 10-წუთეული 13:19 დათმეს, თუმცა მეორე პერიოდიდან ბალტიისპირელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე უკვე 16 ქულით იგებდნენ – 42:26.

მეორე ტაიმში ლიტველებმა კიდევ უფრო განიმტკიცეს ლიდერობა და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 100:53 იმარჯვეს. ბალტიისპირელებს 18 ქულით და 10 მოხსნით გრანტას ვასილიუსკასმა ულიდერა. საქართველოს ნაკრებში 16 ქულით საუკეთესო ნიკა ჩეჩელაშვილი გახლდათ, გოგა ბითაძემ კი 12 მიითვალა.

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები ლატვიასთან გამართავს, რომელთან ერთადაც ამ მომენტისთვის მე-3 ადგილს იყოფს. ამ მატჩის გამარჯვებული ჯგუფში მე-3 ადგილს დაიკავებს და ბრძოლას მეორე ჯგუფის III-IV გუნდებთან ერთად ტურნირზე V-VIIIადგილების დასაკავებლად იბრძოლებს.

16-წლამდელთა თურქეთის ფედერაციის საერთაშორისო ტურნირი. 3 თებერვალი. კონია

ლიტვა 100:53 საქართველო

სრული სტატისტიკა: 100:53

ქართველმა 16-წლამდელებმა თურქეთის საერთაშორისო ტურნირი ჩერნოგორიის განადგურებით დაიწყეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველივე მეტოქე გაანადგურა. ქართველების ოპონენტი საკალათბურთო ტრადიციებით განთქმული და ყველა ასაკში ძლიერი გუნდის მყოლი ჩერნოგორია იყო, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა დამაჯერებლად – 72:53 იმარჯვა.

საინტერესოა, რომ ჩვენებმა პირველი მეოთხედი 13:18 წააგეს და ამის შემდეგ მოახერხეს თამაშის დალაგება და მეტოქის დაჯაბვნა. მეორე ათწუთეულში ქართველები შეუჩერებელნი იყვნენ და აღნიშნული პერიოდი 20:11 მოიგეს. ჩერქეზიშვილის გუნდმა მესამე მეოთხედში სულაც შეარცვხვინა ჩერნოგორიელები, როცა 10 წუთის მანძილზე მხოლოდ 3 ქულა ჩააგდებინა.

აღნიშნული პერიოდი ქართველებმა 20:3 მოიგეს და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ანგარიში ყველაფერი გარკვეული იყო. საქართველო 53:32 იგებდა და არანაირი საფრთხე აღარ ემუქრებოდა. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა მატჩი და ტურნირი, რომელიც მონაწილეთა სიძლიერის გამო არაოფიციალურ მსოფლიოს ჩემპიონატად იწოდება, წარმატებით დაიწყო.

ჩვენს ნაკრებში 23 ქულითა და 18 მოხსნით საუკეთესო იყო გოგა ბითაძე. ტანმაღალ ქართველ ცენტრს ასევე 3 დაფარება და 2 პასი ჰქონდა და თამაში ისე ჩაამთავრა, ბურთი არ დაუკარგავს და მოლოდ 1 ჯარიმა მიიღო. საქართველოს ნაკრების 3 წევრს – კოკა ფიფიას, ნიკა ჩეჩელაშვილს და ზაურ ჯანელიძეს 13-13 ქულა დაუგროვდათ.

ქალაქ კონიას საერთაშორისო ტურნირში 12 გუნდი ასპარეზობს. „ა“ ჯგუფში თავი აქვთ მოყრილი იტალიას, სერბეთს, ბოსნიას, გერმანიას, ჩინეთს და თურქეთს. საქართველო „ბ“ ჯგუფშია რუსეთთან, ლატვიასთან, ლიტვასთან, ჩერნოგორიასთან და საფრანგეთთან ერთად. მონაწილეთა შემადგენლობიდან კარგად ჩანს, თუ რატომ ეძახიან თურქეთის აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირს მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატს. აქ ევროპის ყველა წამყვანი ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი და პლუს დამატებულია უდიდესი საკალათბურთო პოტენციალის მქონე ჩინეთი.

საქართველოს ნაკრები 1 თებერვალს თბილისის დროით 17:45 საათზე საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება. ფრანგებმა პირველ ტურში ლიტვა 66:56 დაამარცხეს. ლატვიამ კი რუსეთს დაძაბულ ბრძოლაში – 81:79 მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ ქართველები 2 თებერვალს რუსეთს შევდებიან, 3 თებერვალს – ლიტვას, ხოლო 4-ში ლატვიას.

16-წლამდელთა შორის თურქეთის ფედერაციის საერთაშორისო ტურნირი. 31 იანვარი. კონია

ჩერნოგორია 53:72 საქართველო

18:13, 11:20, 3:20, 21:19

სრული სტატისტიკა: http://www.tbf.org.tr/organizasyonlar/tbf-uluslararasi-u16-turnuvasi/mac-detay?Lig=5692&MacNo=4ME00004&Sezon=87

gbf.ge

16-წლამდელთა ჩემპიონატი რეგიონებშიც დაიწყო

18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრებს რეგიონებმა უმასპინძლეს. მატჩები თელავსა და გორში გაიმართა. გაგაცნობთ შედეგებს:
 
 
თელავი – ზაზა  25:76 
თელავი: ნიკა ბასილაშვილი – 12 ქულა,
ზაზა: ნიკა მიხელიძე – 29 ქულა, 15 მოხსნა, დავით მიქაბერიძე – 20 ქულა, 10 მოხსნა, ლუკა კალატოზიშვილი – 10 ქულა, 8 მოხსნა
გორი – აკადემია2  87:51 
 
გორი: რატი მდივანი – 27 ქულა, 9 ჩაჭრა, გიორგი პაპიაშვილი – 18 ქულა, 18 მოხსნა, გიორგი ხუბულაშვილი – 10 ქულა
აკადემია2: მიხეილ ზურაბაშვილი – 24 ქულა
http://u-16.ge/

16-წლამდელთა “ბ” ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება

თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის „ბ“ ლიგის მატჩები საინტერესოდ მიმდინარეობს. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის მიერ ორგანიზებული და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარე ტურნირში რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება.

გათამაშების ფორმატის თანახმად გუნდები 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი და პლეი ოფში გასასვლელად იბრძვიან. თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში 4-4 საუკეთესო გუნდი გავა, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდებიან.

„ა“ ჯგუფში პლეი ოფის საგზურები განაღდებული აქვთ 11 მატჩიდან ყველა გამარჯვების მომპოვებელ „მართვე 2“-ს და მეორეზე მყოფ „გორს“. „ბ“ ჯგუფში კი პლეი ოფის საგზურები უკვე მოიპოვეს „ვესტამ“ და „შსს-მართვემ“ დანარჩენი გუნდები უახლოეს დღეებში გაირკვევიან და მეოთხედფინალებიც დაიწყება.

მომდევნო ტურის მატჩები 16 ივნისს, 53-ე საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართება.

gbf.ge