ლოვრენი: “უმჯობესია, თასი პირდაპირ ბრაზილიის ნაკრებს გადასცენ”

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დეიან ლოვრენი ბრაზილიის ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ, მთავარი არბიტრის ქმედებებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი მასპინძელი ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრით გაიხსნა. სკოლარი შეგირდებმა მეტოქეს 3:1 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა თამაშის 69-წუთზე ხორვატიელთა კარის მიმართულებით ძალიან საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

“ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და შეიძლება, ითქვას, ტირილი მინდა. მატჩს ყველამ უყურა, ეს ფიფასთვის ნამდვილი სკანდალია.

ფიფაც და ჩვენც ერთმანეთს პატივისცემისაკენ მოვუწოდებთ, მაგრამ რა მოხდა არ ვიცით. უმჯობესია, თასი პირდაპირ ბრაზილიის ნაკრების გადასცენ”, – ამბობს ლოვრენი.