მადრიდის “ატლეტიკო” დიეგოს შემცვლელს ეძებს. AS-ის ცნობით ესპანელებისთვის პრიორიტეტული სამიზნე ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი, სანტი კასორლაა.
წყაროს ცნობით, “ატლეტიკოს” წარმომადგენლებს 29 წლის ნახევარმცელთან მოლაპარაკებები უკვე ჰქონდათ და ისინი პირობებზეც კი შეთანხმდნენ.
ახლა ჯერი “არსენალზე”, რომელიც კასორლაში 20 მილიონ ევროს ითხოვს. “ატლეტიკოს” კი, აღნიშნული ფასის დაკლება სურს.
პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში კასორლამ 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შესძლო.