კონკაკაფის თასის მოგების შემდეგ ზუსტად ორ დღეში მექსიკის ნაკრების მთავარ მწვრთნელს მიგელ ერერას თავისი პოსტის დატოვება მოუწია.
აღნიშნული გადაწყვეტილება მექსიკის ფეხბურთის გაერთიანებამ სპეციალური შეხვედრის შემდეგ მიიღო.
„ჩვენი პრინციპები ნებისმიერ შედეგზე მაღლა დგას. ჩვენს პროფესიაში მატჩები არასდროს სრულდება. ეს ყველამ უნდა იცოდეს“, – განაცხადა მექსიკის ფეხბურთის გაერთიანების პრეზიდენტმა დეჩიო დე მარიამ.
ცნობისთვის, ფილადელფიის აეროპორტში ერერას ჟურნალისტ კრისტიან მარტინოლისთან შელაპარაკება მოუვიდა. როგორც თავად ერერამ აღიარა, მან ჟურნალისტს ხელი ჰკრა.
შეგახსენებთ, რომ ერერა მექსიკის ნაკრებს 2013 წლიდან თავკაცობდა.