“რეალს” ტრავმის გამო მარსელოც გამოაკლდა

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “რეალ ბეტისი” მიიღო და მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ დაპირისპრიებაში ტრავმა მიიღო “ბლანკოსის” მარცხენა მცველმა, მარსელომ. მას დაზიანება ფეხის კუნთზე აქვს. ამის გამო ბრაზილიელს 72-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. იგი ლუკას ვასკესმა ჩაანაცვლა.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ ხანს მოუწევს მარსელოს უქმობა. მას გამოკვლევა დღეს უნდა ჩაუტარდეს.

ასევე, ტრავმირებულია თეო ერნანდესი. მას მხრის ტრავმა აქვს, რის გამოც ორი კვირა ვერ დაეხმარება გუნდს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ შაბათს გასამართ შეხვედრაში, სადაც “რეალი” “ალავესს” დაუპირისპირდება, დიდი ალბათობით, მარცხენა ფლანგს ნაჩო ფერნანდესი ჩაიბარებს.

ტეო ერნანდესი: “ჩვენ კრიშტიანუ გვჭირდება!”

გუშინ ლა ლიგის მესამე ტურში მადრიდის “რეალმა” ვალენსიას “ლევნატესთან” ქულები დაკარგა. “ბლანკოსმა” ზედიზედ მეორე ფრე (1-1) ითამაშა და “ბარსელონას” ოთხი ქულით ჩამორჩა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ტეო ერნანდესმა და მარკოს ლორენტემ ისაუბრეს.

“ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვუტევდით, ბევრს ვცდილობით, რომ გაგვეტანა, მაგრამ ჩვენი შანსების დიდი ნაწილი ვერ გამოვიყენეთ. შესაძლოა, ეს წარუმატებლობა რაღაც მხრივ, იღბალასაც დავაბრალოთ. ფაქტია, რომ კრშტიანუ რონალდუს გოლები გვჭირდება, თუმცა “ცხრიანის” პოზიციის გაძლიერება არაა საჭირო.”

მარკოს ლორენტემ დაამატა: “ეს არ იყო ისეთი თამაში, რასაც ჩვენ ველოდით. ასე დამწუხრებულები არ ვიქნებოდით, ამდენი მომენტი რომ არ შეგვექმნა. თუმცა, ახლა ძალიან ცუდი ისაა, რომ ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და შედეგიც მოვა. რონალდუ? ფაქტია, რომ ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მის დაბრუნებას მოუთმენლად ველით,” – აცხადებს ლორენტე.

 

ტეო ერნანდესი: “მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვხვდი!”

დღეს “სანტიანგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალის” შენაძენის, ტეო ერნანდესის პრეზენტაცია შედგა. მას ჟურნალისტებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად, ტეოს ოჯახის წევრები და ნათესავები ესწრებოდნენ.

ესპანელი ფეხბურთელი სიტყვითაც გამოვდა.

“მადლობა გუნდელებსა და გულშემატკივრებს პატივისცემისთვის. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვხვდი. ყველა ოცნებობს, რომ მწვერვალის წვეროზე მოექცეს. აქამდე “ატლეტიკოში” ვთამაშობდი, ხოლო ახლა ეს კლუბი ავირჩიე, რადგან ის ყველასგან გამორჩეულია.”

“ჩემს გადაწყვეტილებაზე ოდნავადაც არ მიყოყმანია. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე აეწყობა, როგორც ვგეგმავ,” – განაცხადა “მადრიდისტამ”.

ჩიჩარიტო: “მექსიკის ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია”

მექსიკის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი აცხადებს, რომ მექსიკელებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, მექსიკის ნაკრებმა კამერუნს პერალტას გოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 სძლია.

“ვხედავთ, რომ მატჩიდან მატჩამდე ვუმატებთ. მე რომ მკითხოთ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. გამოჩნდა, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. იმედი მაქვს, ტურნირზე რაც შეიძლება მეტს მივაღწევთ”, – ამბობს ერნანდესი.