ობი მიკელის მამა არგენტინასთან მატჩის წინ გაიტაცეს

ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის, ჯონ ობი მიკელის, მამა არგენტინასთან გასამართი მატჩის წინ გაიტაცეს. როგორც ცნობილი ხდება, დამნაშავეებმა მაიკლ ობი და მისი მძღოლი იარაღით დააშინეს. ეს მეორე შემთხვევაა ბოლო 7 წლის მანძილზე, როდესაც ობი მიკელის მამა გაიტაცეს.

“უკვე მეორედ ჩემი ცხოვრების მანძილზე, მამაჩემის დაკარგვის დიდი საშიშროების წინაშე დავდექი, ძალიან მტკივნეული იყო. დღეს მამაჩემია, მაგრამ ხვალ შეიძლება ვინმე სხვამ გახადოს ყველაფერი საშიში,” – აცხადებს ნიგერიელთა კაპიტანი.

მიკელების ოჯახმა მაიკლის გამოსასყიდად 21 000 ფუნტი გადაიხადა. ამ ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა ნიგერიის პოლიციაც. საბედნიეროდ, ჯონ ობი მიკელის ოჯახის ყველა წევრი ახლა პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიკელმა ეს ამბავი არგენტინასთან წაგებული მატჩის წინ გაიგო (2-1).

მიკელი: “სკოლაში ვსწავლობდი და მოურინიოს და ფერგიუსონს უნდოდათ ჩემი ყიდვა”

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი და ამჟამად ჩინური “ტიანძიანის” ფეხბურთელი, ჯონ ობი მიკელი იხსენებს იმ პერიოდს, როცა მისით როგორც “არისტოკრატები”, ასევე “წითელ ეშაკთა” დამრიგებელი, სერ ალექს ფერგიუსონი ინტერესდებოდ.

“ეს დაუჯერებელი იყო. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” – მსოლფიოს ორ უდიდეს კლუბს უნდოდათ ჩემი ყიდვა. უკვე კონტრაქტზე ხელი მქონდა მოწერილი, თუმცა შემდეგ “მანჩესტერზე” უარი ვთქვი. არასდროს დამავიწყდება ფერგიუსონთან მეორე შეხვედრა. მას ვუთხარი: მაპატიე, მაგრამ მე “ჩელსიში” თამაში მსურს. მახსოვს როგორი გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყო იგი.”

“მან ისეთი რაღაცები მითხრა, რაღაც მხრივ, აზრი შემაცვლევინა. თუმცა, უფრო ჟოზეზე ვფიქრობდი. დავიბენი… ორი უძლიერესი მწვრთნელი ჩემით ინტერესდებოდა და არ ვიცოდი, რა მექნა. “ფერგიმ” ბოლოს მითხრა: “რატომ თქვი “მანჩესტერ იუნაიტედზე” უარი? ეს მსოფლიოს უდიდესი კლუბია. ამის გაკეთება არ შეგეძლო. უნდა გეთქვა: “კი”.” გვიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შემდეგ მთლიანად შენს ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას,” – აცხადებს 30 წლის ნიგერიელი.

შეგახსენებთ, რომ მიკელი ლონდონურ გრანდში 2006 წელს გადაბარგდა და იქ ათი სეზონი გაატარა.

ოფიციალურად: ჯონ ობი მიკელმა “ჩელსი” ჩინურ კლუბში გაცვალა

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა, ჯონ ობი მიკელმა კარიერის გასაგრძელებლად ჩინური კლუბი, “ტიანჟინ ტედა” აირჩია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლონდონელებმა ნიგერიელი ჰავბეკი ჩინეთში უფასოდ გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურებოდა.

29 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს ჩინური კლუბების გარდა “ვალნესიისა” და “მარსელის” ხელმძღვანელებიც იჩენდნენ, თუმცა მან ჩინეთში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება, სადაც ის ხელფასის სახით კვირაში 140 000 ფუნტს მიიღებს.

ობი მიკელი: „ჩელსიში“ არსებული მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ მოურინიოს შეუძლია“

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცვველმა ჯონ ობი მიკელმა განაცხადა, რომ გუნდის მოთამაშეები მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ინგლისის ჩემპიონატის 11 ტურის შემდეგ „ჩელსი“ პრემიერლიგის მე-15 ადგილს იკავებს.

„მთელი გუნდი მოურინიოს მხარდაჭერას უცხადებს. ვარჯიშზე ყოველი ფეხბურთელი იხარჯება, რათა გუნდის მდგომარეობა გამოასწოროს. თუ ვინმეს ამ სიტუაციის გამოსწორება შეუძლია, ეს მოურინიოა.

გასულ სეზონში მასთან ერთად ორი ტიტული მოვიგეთ. ის „ჩელსის“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მწვრთნელია. გუნდის გარეთ ბევრს სურს, რომ ის წავიდეს, თუმცა არამგონია, მოურინიოს ასე უბრალოდ წასვლა შეეძლოს. შედეგი კი მალე მოვა, ეს დროის ამბავია“, – ციტირებს ობი მიკელს ESPN FC.

ჯონ ობი მიკელს „ჩელსიში“ დარჩენა სურს

„ჩელსის“ ნახევარმცველმა ჯონ ობი მიკელმა განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულში კლუბის დატოვებას არ აპირებს.

„ჩელსიდან“ წასვლა არ მსურს, მწვრთნელს ასევე ჩემი დარჩენის სურვილი აქვს. კონტრაქტის მიხედვით, კიდევ ორი სეზონი მაქვს, აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. აქ თავს, როგორც ოჯახში ვგრძნობ. ყოველდღე, თითქოს, ოჯახის წევრებს ვხედავ.

კლუბის ყველა ფეხბურთელსა და თანამშრომელს ვიცნობ. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ აქედან წასვლა რთული იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხელშეკრულების ბოლომდე აქ დარჩენას ვგეგმავ“, – განაცხადა ობი მიკელმა.

ცნობისთვის, მხარეებს კონტრაქტი კიდევ ორი სეზონის განმავლობაში აკავშირებთ.

მიკელი დროგბას დაბრუნებით გახარებულია

ლონდონის “ჩელსიში” დიდიე დროგბას დაბრუნების შესახებ საკუთარი აზრი გუნდის ნიგერიელმა ნახევარმცველმა ჯონ ობი მიკელმა დააფიქსირა.

“დიდიეს დაბრუნებაზე საუბრები უბრალო ჭორები მეგონა, თუმცა როდესაც ყველაფერი გაირკვა ამან ძალიან გამახარა.

დროგბა შესანიშნავ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ ის დიდი სარგებელს მოუტანს გუნდს. გარდა ამისა, დიდიე შესანიშნავი ადამიანია..

სამწუხაროა, რომ ლამპარდმა და ეშლი კოულმა დაგტოვეს, სამაგიეროდ ჩვენ დროგბა გვყავს. პრემიერლიგაში გამოცდილი მოთამაშეების ყოლა აუცილებელია” – განაცხადა მიკელმა.

ირანი — ნიგერია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ირანისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მატჩის გმირი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ოფიციალურად შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ნიგერიელთა ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი დასახელდა

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 94 გადაცემა და კარში დაარტყა 1-ელ.

 

მიკელი: “ჰოლანდიამ დაგვანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია”

ნიგერიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრას (1:5) გამოეხმაურა. მიკელის თქმით, ჰოლანდიელებმა დაამტკიცეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ვთამაშობ. პირველ რიგში, ძალიან მინდა, ჯგუფიდან გავიდეთ, შემდეგ კი უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ. დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს. ჰოლანდიის ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ყველაფერი შესაძლებელია”, – ამბობს მიკელი.