თბილისის “დინამოში” საფეხბურთო კლუბ “გაგრას” ფორვარდი, ჯონ ჯერემია ისინჯება.
21 წლის ნიგერიელი საქართველოში 2011 წლიდან თამაშობს. ჯერემიამ მცირე ხნით სომხეთშიც იასპარეზა, სადაც “მიკას” ღირსებას იცავდა.
საქართველოს თასზე, უმაღლეს და პირველ ლიგებში ჩატარებულ 90 შეხვედრაში აფრიკელი შემტევის ანგარიშზე 38 გატანილი გოლია. სომხეთში კი ჯერემიამ 15 მატჩი მიიღო მონაწილეობა და 4-ჯერ გაიტანა.