არმერო: “მილანში” შანსი მჭირდება”

იტალიური “მილანის” ფეხბურთელი პაბლო არმერო აცხადებს, რომ მას “როსონერიში”, იმისათვის, რომ თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს, შანსი სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი მარცხენა მცველი “მილანში” 2014 წელს, “უდინეზედან” იჯარით გადავიდა. არმერომ “შავ-წითლების” მაისურით მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა.

“მილანში” იციან, რომ როდესაც მოედანზე ვიმყოფები, უფრო ძლიერი ვარ. მოედანზე, შემიძლია, ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო, მაგრამ ამისათვის შანსი მჭირდება”, – ამბობს არმერო.

პაბლო არმეროს გოლი და კოლუმბიელების სახალისო ცეკვა

14 ივნისს, კოლუბმიისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის მატჩში (3:0), ანგარიში პაბლო არმერომ გახსნა, ხოლო კოლუმბიელებმა გატანილი გოლი ცეკვით აღნიშნეს.