“ფლამენგომ” არმერო ინათხოვრა

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მილანი დატოვა და ბრაზილიაში გადაბარგდა. პაბლო არმერო კარიერას “ფლამენგოში” გააგრძელებს, სადაც 2015 წლის 31 დეკემბრამდე იჯარის წესით ითამაშებს.

მიმდინარე სეზონი 28 წლის ფეხბურთელმა, რომელიც “უდინეზეს” 2017 წლამდე ეკუთვნის, “მილანში”, ასევე იჯარის წესით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ექვსი წლის წინ არმერო ბრაზილიაში თამაშობდა და “პალმეირასის” ღირსებას იცავდა.

 

არმერო: “მილანში” შანსი მჭირდება”

იტალიური “მილანის” ფეხბურთელი პაბლო არმერო აცხადებს, რომ მას “როსონერიში”, იმისათვის, რომ თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს, შანსი სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი მარცხენა მცველი “მილანში” 2014 წელს, “უდინეზედან” იჯარით გადავიდა. არმერომ “შავ-წითლების” მაისურით მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა.

“მილანში” იციან, რომ როდესაც მოედანზე ვიმყოფები, უფრო ძლიერი ვარ. მოედანზე, შემიძლია, ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო, მაგრამ ამისათვის შანსი მჭირდება”, – ამბობს არმერო.

არმერო „მილანში“ გადადის

„მილანისა“ და „უდინეზეს“ ხელმძღვანელებმა კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველის პაბლო არმეროს ტრანსფერის დეტალები შეათანხმეს.

როგორც ცნობილია, მოთამაშე დღეს მილანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან ხელშეკრულებას გააფორმებს. 27 წლის ფეხბურთელი „როსონერიში“ იჯარით ითამაშებს, ხოლო სეზონის ბოლოს მილანელებს 3,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

გასულ სეზონში არმერომ „ნაპოლისა“ და „ვესტ ჰემის“ რიგებში ჯამში 19 მატჩი ჩაატარა. განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზე კოლუმბიის ნაკრებთან ერთად არმერო მეოთხედფინალამდე მივიდა. მუნდიალზე მილანური კლუბის ახალწვეულმა თავი გულშემატკივრებს იაპონიის ნაკრების კარში გატანილი გოლით დაამახსოვრა.

არმერო მილანში გადავა

“უდინეზემ” და “მილანმა” კოლუმბიის ნაკრების მცველის პაბლო არმეროს ტრანსფერზე მოილაპარაკეს. მილანურ კლუბში გადასვლაზე თანხმობა ფეხბურთელმაც განაცხადა.

თუმცა, კონტრაქტის გაფორმებამდე “მილანმა” კევინ კონსტანტის ტრანსფერი უნდა დაასრულოს, რომელიც კარიერას “ტრაბზონსპორში” გააგრძელებს.

 

პაბლო არმეროს გოლი და კოლუმბიელების სახალისო ცეკვა

14 ივნისს, კოლუბმიისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის მატჩში (3:0), ანგარიში პაბლო არმერომ გახსნა, ხოლო კოლუმბიელებმა გატანილი გოლი ცეკვით აღნიშნეს.