ჯონ ობი მიკელი “მიდლსბროში” ითამაშებს

ცნობილი ნიგერიელი ფეხბურთელი ჯონ ობი მიკელი “მიდლსბროს” ღირსებას დაიცავს. 31 წლის ნახევარმცველი “ბოროს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება.

ცნობისათვის, “მიდლსბრო” ინგლისის ჩემპიონატის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ობი მიკელი 2006-დან 2017 წლამდე ლონდონის “ჩელსიში” თამაშობდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში გუნდთან ერთად ორჯერ პერმიერლიგა ( 2009–10, 2014–15), სამჯერ ინგლისის თასი (2006–07, 2008–09, 2011–12), ქვეყნის თასი (2009) ჩემპიონთა ლიგა (2011–12) და ევროპის ლიგა (2012–13) მოიგო. 2017 წელს ფეხბურთელი ჩინურ “ტიანცზინ ტედაში” გადავიდა.

ირანი — ნიგერია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ირანისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მატჩის გმირი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ოფიციალურად შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ნიგერიელთა ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი დასახელდა

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 94 გადაცემა და კარში დაარტყა 1-ელ.