ჰოლანდია შინ აშშ-ის ნაკრებთან დამარცხდა (ვიდეო)

ჰოლანდიის ნაკრებმა “ამსტერდან აერნაზე” აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლა. ამხანაგურ შეხვედრაში მაყურებელმა შვიდი გატანილი გოლი იხილა, აქედან 4 ბურთი მასპინძლების კარში გავიდა. აშშ-ის ნაკრებმა ბოლო ორი ბურთი მატჩის 89-ე და 91-ე წუთებზე გაიტანა.

ამხანაგური მატჩი:
ჰოლანდია — აშშ 3:4 (1:1)

გოლები: ჰუნტელაარი 27′, 49′, დეპაი 53′ — ზარდესი 33′, ბრუკსი 70′ უილიამსი 89′, ვუდი 90+1′.
გაფრთხილებები: ბლინდი 66′, ვან დერ ვილი 86′.

აშშ — პორტუგალია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ამერიკელთა მეკარე ტიმ ჰოვარდი დაასახელეს.

35 წლის კიპერმა მატჩი სრულად ჩაამთავრა.

 

განა — აშშ (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე განისა და აშშ-ის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აშშ-ის ნაკრების კაპიტანი კლინტ დემპსი დასახელდა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში საკუთარი გუნდი 30-ე წამზე (!) დააწინაურა. მის მიერ გატანილი ბურთი მუნდიალის ყველა დროის ყველაზე სწრაფ გოლთა ხუთეულში შევიდა.

კლინტ დემპსიმ მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 27 გადაცემა და კარში დაარტყა 2-ჯერ.

 

დემპსის მიერ გატანილი ბურთი მუნდიალის ყველაზე სწრაფ გოლთა ხუთეულში შევიდა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე განისა და აშშ-ის ნაკრებებს შორის კლინტ დემპსის მიერ 30-ე წამზე გატანილი გოლი მუნდიალის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გატანილ გოლთა ხუთეულში შევიდა.

ტურნირის არსებობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი თურქ თავდამსხმელ ჰაკან შუქურს აქვს გატანილი, რომელმაც 2002 წელს სამხრეთ კორეის ნაკრების კარი მე-11 წამზე აიღო. მეორე ადგილზე ჩეხი ვაცლავ მასეკი გახლავთ, რომელმაც 1962 წელს ჩილეს ნაკრებს მე-16 წამზე გაუტანა. გერმანელმა ერნსტ ლეჰნერმა 1934 წელს ავსტრიის ნაკრებში გატანილი გოლით თავი 25-ე წამზე გამოიჩინა. ინგლისელმა ბრაიან რობსონმა 1982 წელს ფრანგებს 27-ე წამზე გაუტანა.

კლინტ დემპსიმდე მეხუთე ადგილზე ფრანგი ემილ ვენანტი გახლდათ, რომელმაც 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებს 35-ე წამზე გაუტანა.