გასაოცარი მიზეზი, რაც “ბირმინგემში” ბენუა ასუ-ეკოტოს ტრანსფერს აფერხებს

ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილი თავკაცი, ჰარი რედნაპი, რომელიც ამჟამად ჩემპიონშიპში მყოფი “ბირმინგემის” დამრიგებლის პოსტზე მუშაობს, აღიარებს, რომ ბენუა ასუ-ეკოტოს ტრანსფერით არის დაინტერესებული.

33 წლის ასუ-ეკოტო ამჟამად ლიგა 1-ში მოთამაშე “მეცის” რიგებში ირიცხება, მაგრამ მის კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება და ინგლისელებს მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირების უფლება ექნებათ.

მაგრამ, არის ერთი, საკმაოდ უცნაური მიზეზი, რაც “ბირმინგემში” კამერუნელი ფეხბურთელის ტრანსფერს აფერხებს – როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება პორნო ინდუსტრიაში სურს.

პრესასთან საუბრისას, რედნაპმა განაცხადა: “ერთადერთი რამ, რაც ამ ტრანსფერს აფერხებს არის ის, რომ მას პორნოვარსკვლავობა სურს. მე კი მაქსიმალურად ვეცდები მის გადარწმუნებას.”

“ტოტენჰემის” ექს-ფეხბურთელი:” სპონსორი? ბუცებს ინტერნეტით, 30 ევროდ ვყიდულობ”

“ტოტენჰემის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ბენუა ასუ-ეკოტომ აღიარა, რომ ის არცერთ კომპანიასთან არ თანამშრომლობს და მეტიც, ის თავად ყიდულობს საკუთარ ბუცებს.

“მირჩევნია თავისუფალი ვიყო, ვიდრე რომელიმე კომპანიის ‘მეძავი’.

სიმართლე რომ ვთქვა, აფრიკელი ფეხბურთელებისთვის სპონსორის ყოლა არც ისე საინტერესოა. როცა ევროპელი ხარ,მაშინ უკეთესია, რადგანაც აქ ყველაფერი კარგად მიდის.

ბუცებს 30 ევროდ ვყიდულობ. ეს ფასი საკმარისია კომფორტული ბუცების შესაძენად. მათი მოძებნა Ebay-ზე შეგიძლიათ.” – განაცხადა “სენტ-ეტიენის” ფეხბურთელმა.

“რომას” ასუ-ეკოტო სურს

ქპრ-ში მოთამაშე ბენუა ასუ-ეკოტო “რომას” ინტერესთა სფეროში მოხვდა. კამერუნელი მცველი ორშაბათს “რომა” – “იუვენტუსზეც” იქნა შემჩნეული.

London Evening Standard-ის ცნობით, რომაელები ეშლი კოულის შემცვლელს ეძებენ და ოპტიმალურ ვარიანტად სწორედ “ტოტენჰემის” ყოფილი ფეხბურთელი მიაჩნიად.

მხარეების შეთანხმების შემთხვევაში ასუ-ეკოტოს რომს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს.

“ტოტენჰემმა” ასუ-ეკოტოსთან კონტრაქტი გაწყვიტა

კამერუნელმა ბენუა ასუ-ეკოტომ “ტოტენჰემი” დატოვა. გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ლონდონურმა კლუბმა ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსი მისცა.

მაურისიო პოჩეტინოს სამწვრთნელო შტაბი მოთამაშის გამოყენებას არ აპირებდა და აღნიშნული გადაწყვეტილებაც ამის გამო მიიღო.

“ტოტენჰემში” ბენუა 2006 წლიდან ასპარეზობდა. პრემიერლიგაში კი გუნდის ღირსება 155 მატჩი დაიცვა.

 

კამერუნელ მოთამაშეებს შორის წუხანდელი მატჩის მიმდინარეობისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:4) მიწურულს კამერუნელ ფეხბურთელებს – ბენუა ასუ-ეკოტოსა და ბენჟამენ მუკანჯოს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ასუ-ეკოტომ მუკანჯოს თავი ჩაარტყა. არბიტრს ეს ეპიზოდი გამოეპარა და ფეხბურთელი დასჯას გადაურჩა.

ასუ-ეკოტომ კინ­კლა­ო­ბა საფინალო სასტვენის შემდეგაც განაგრძო. საბოლოოდ კი, მისი დამშვიდება გუნდის კაპიტანმა სამუელ ეტოომ მოახერხა.