2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:4) მიწურულს კამერუნელ ფეხბურთელებს – ბენუა ასუ-ეკოტოსა და ბენჟამენ მუკანჯოს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ასუ-ეკოტომ მუკანჯოს თავი ჩაარტყა. არბიტრს ეს ეპიზოდი გამოეპარა და ფეხბურთელი დასჯას გადაურჩა.
ასუ-ეკოტომ კინკლაობა საფინალო სასტვენის შემდეგაც განაგრძო. საბოლოოდ კი, მისი დამშვიდება გუნდის კაპიტანმა სამუელ ეტოომ მოახერხა.