4 ივლისს, ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, ხამეს როდრიგესს გატანილი პენალტის შემდეგ ხელზე დიდი კალია აღმოჩნდა, რომელიც ვერავინ შეამჩნია.
ჭდე: ხამეს როდრიგესი
თუ კოლუმბია ბრაზილიას დაამარცებს, ხამეს როდრიგესი რესტორნის თანამშრომლებს 55000 ევროს აჩუქებს
4 ივლისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს კოლუმბიისა და ბრაზილიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. თუ კოლუმბიელები ბრაზილიელთა დამარცხებას მოახერხებენ, განსაკუთრებით გაიხარებენ პორტუგალიის ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომლები.
როდესაც კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი პორტუგალიაში თამაშობდა, მაშინ მან მეგობრებთან ერთად რესტორანი გახსნა, რომელსაც “Anchor Violet” დაარქვეს. ამ რესტორანში თერთმეტი ადამიანი მუშაობს. როდრიგესი კი მათ დაპირდა, რომ თუ მისი გუნდი ბრაზილიის ნაკრების დამარცხებას მოახერხებს, მაშინ ის თითო თანამშრომელს 5000 ევროს აჩუქებს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.
მონაკო ხამეს როდირგესში 75 მილიონს ითხოვს
ესპანური Marca-ს ცნობით მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბი ხამეს როდრიგესით სერიოზულად არის დაინტერესებული.
ფრანგული “მონაკოს” ხელმძღვანელობა ფეხბურთელში 75 მილიონ ევროს ითხოვს. მადრიდელები კი 60-ზე მეტის გადახდეს არ აპირებენ. საინტერესოა, რომ გასული სეზონის დაწყებამდე “მონაკომ” როდრიგესი “პორტუდან” 30 მილიონად შეიძინა.
“ხელშეუხებელი ფეხბურთელი დღევანდელ ფეხბურთში უბრალოდ არ არის. ასეთი პრეზენდენტი არ მახსენდება” – განაცხადა “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა.
ნეიმარი VS ხამეს როდრიგესი (სტატისტიკა)
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე მატჩი ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გაიმართება. ბევრი ამ შეხვედრას ნეიმარი — ხამეს როდრიგესის მიკროდუელადაც ნათლავს და ეს სულაც არ არის გასაკვირი.
ბრაზილიის ნაკრებს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი მიზანი აქვს: გამარჯვება. ნეიმარი აღნიშნული მიზნის მისაღწევად უნივერსალური საშუალებაა. სწორედ ის არის დღევანდელი „სელესაოს“ ლიდერი.
მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად უკვე იქცა კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე ჩატარებულ ოთხივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა და ახლა ბომბარდირთა დავას 5 გატანილი ბურთით ლიდერობს.
ნეიმარი თუ ხამეს როდრიგესი? აქედან მხოლოდ ერთი გააგრძელებს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლას.
ნეიმარი |
|
ხამეს როდრიგესი |
ბრაზილია |
ქვეყანა |
კოლუმბია |
22 წლის |
ასაკი |
22 წლის |
„ბარსელონა“, ესპანეთი |
კლუბი |
„მონაკო“, საფრანგეთი |
აშშ – 2:0 (10.08.2010) |
სანაკრებო დებიუტი |
ბოლივია – 2:1 (29.09.2011) |
53 |
სანაკრებო მატჩების რაოდენობა |
26 |
35 |
სანაკრებო გოლების რაოდენობა |
10 |
0,67 |
საშუალო შედეგიანობა |
0,38 |
|
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა: |
|
4 (4) |
მატჩი |
4 (3) |
384 |
წუთი |
324 |
4 |
გოლი |
5 |
1 |
საგოლე გადაცემა |
4 |
64,3% (9/14) |
ზუსტი დარტყმა |
50,0% (7/14) |
74,7% (121/162) |
ზუსტი გადაცემა |
80,1% (137/171) |
14 |
გამომუშავებული ჯარიმა |
5 |
10 211 მ |
მატჩში საშუალოდ დაფარული დისტანცია |
9 010 მ |
31,8 კმ/სთ |
მაქსიმალური სისწრაფე |
30,9 კმ/სთ |
ხამეს როდრიგესს რეალში სურს თამაში
ხამეს როდრიგესის მამამ ვილსონ ხამეს როდრიგესმა განაცხადა, რომ მის შვილს მადრიდის “რეალში” სურს კარიერის გაგრძელება. შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციით მადრიდულ კლუბი “მონაკოს” ფეხბბურთელის მიმართ ინტერესს იჩენდა.
“ხამესი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ამბობდა, რომ ესპანეთში სურს თამაში. იგივე აზრზე იყო მაშინაც, როცა პროფესიონალურ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს აკეთებდა. ესპანური ფეხბურთი კოლუმბიურს ძალიან გავს. აქცენტი ინდივიდუალურ, ტექნიკურ ფეხბურთელებზე კეთდება. ხამესის კუმირი ზინედინ ზიდანი იყო. ახლა მას “რეალში” სურს” თამაში” – განაცხადა ფეხბურთელის მამამ.
12 წლის ხამეს როდრიგესმა კუთხურიდან ჩაახვია
კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი ყურადღების ცენტრშია, რადგან მან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თავის გამოჩენა შეძლო.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ჩაახვია კუთხურიდან ბურთი ხამეს როდრიგესმა 12 წლის ასაკში.
ხამეს როდრიგესს ბრაზილიის ნაკრების ძლევის იმედი აქვს
კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი მიიჩნევს, რომ მის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ბარიერის დაძლევა შეუძლია.
„ბედნიერები ვართ, რომ ამ ისტორიას ვქმნით. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნება იყო. იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზეც ვითამაშებთ. ძალიან გვინდა გამარჯვება და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებულ ასპარეზობას გავაგრძელებთ.
რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებს, ძალიან კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მშვენივრად თამაშობენ, თუმცა მიმაჩნია, რომ ისინიც დიდი სიფრთხილით უნდა მოგვეკიდონ. ჩვენ შესანიშნავი შემსრულებლები გვყავს და შეგვიძლია, მეტოქეს ბევრი თავსატეხი გავუჩინოთ. ასე რომ, ბრწყინვალე მატჩი გველის“, – აღნიშნა როდრიგესმა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი ბრაზილიის და კოლუმბიის ნაკრებებს შორის 5 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
კოლუმბიამ ურუგვაის აჯობა
ხოსე პეკერმანის გუნდმა 1/8-ფინალურ მატჩში ურუგვაის იოლად სძლია.
კოლუმბიელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მეშვიდე წუთისთვის ორი სახიფათო მომენტიც შექმნეს. გოლის გატანის შანსი კუადრადოს და სუნიგას ჰქონდათ.
ტაიმის შუაში ტემპი საგრძნობლა დაეცა. ყველაფერი უგოლო პირველი ტაიმისკენ მიდიოდა, თუმცა მოვლენათა ასეთ განვითარებას ხამეს როდრიგესი არ ეთანხმებოდა, რომელმაც ულამაზესი დარტყმით მოახერხა ანგარიშის გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ ურუგვაელებმა შეუტიეს და ფორლანი-კავანის კომბინაციის შემდეგ გათანაბრებაც შეეძლოთ.
მეორე ტაიმში კოლუმბიელებმა კიდევ უფრო მოუმატეს და მალევე კუადრადოს კარგი თამაშის შემდეგ ხამეს როდრიგესმა დუბლი გაიფორმა. ტაბარესმა შეტევის გაძლიერებმა ცვლილებებით სცადა, ურუგვაი კი ანგარიშის შენარჩუნებაზე გადაერთო.
ბოლო წუთებზე ურუგვაელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ოსპინას კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
კოლუმბიელებმა ურუგვაის საკმაოდ დამაჯერებლად სძლიეს და ახლა ტურნირის მასპინძებთან მატჩისთვის მოემზადებიან.
გოლები: ხამეს როდრიგესი 28′ ; 50′
კოლუმბიელი კომენტატორის რეაქცია ხამეს როდრიგესის გოლზე
28 ივნისს, კოლუმბიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (2:0), ხამეს როდრიგესმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
ერთ-ერთი კოლუბმიური რადიოს კომენტატორმა კი სიხარული ასე გამოხატა:
ტაბარესი: „ხამეს როდრიგესი მუნდიალის საუკეთესო მოთამაშეა“
ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა აღიარა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე მის გუნდსა და კოლუმბიის ნაკრებს შორის გამართულ მატჩში (0:2) მეტოქემ უკეთ წარმოაჩინა თავი. გარდა ამისა, ფეხბურთის ურუგვაელმა სპეციალისტმა კოლუმბიელთა ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი გამოარჩია, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.
„ვიცოდით, რომ კოლუმბიას კარგი გუნდი ჰყავს. კოლუმბიელებს ისეთი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებსაც თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლიათ. მოედანზე მეტოქე დომინირებდა. როდრიგესის მიერ გატანილი პირველი ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლია. მცველები დანაშავეები არ არიან, ეს გოლი ასი პროცენტით დამრტყმელის დამსახურებაა. ვცდილობდით, რომ ინტრიგა დაგვებრუნებინა, მაგრამ მეტოქის მეკარე კარგად თამაშობდა, საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.
ეს წაგება უნდა ვაღიაროთ და კოლუმბიას მივულოცოთ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.
ხამეს როდრიგესის შესაძლებლობების შესახებ ვიცოდი. მას მოედანზე ისეთი რაღაცების გაკეთება შეუძლია, რასაც სხვა ვერ გააკეთებს. ის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა. იმედი მაქვს, ასევე გააგრძელებს. ფეხბურთში საჭიროა ასეთი ხალხი.
ახლა ნამდვილად არ არის ტურნირზე ჩვენი ასპარეზობის გაანალიზების დროს. ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს ვაჯობეთ“, – განაცხადა ტაბარესმა.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე მასპინძელ ბრაზილიას დაუპირისპირდება.
კოლუმბია — ურუგვაი (მატჩის გმირი)
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე კოლუმბიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ლოს კაფეტეროსის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოლუმბიელთა ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი დაასახელეს, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და გუნდს მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოუტანა.
„მონაკოში“ მოთამაშე 22 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 85 წუთი დაჰყო, გააკეთა 43 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.
კოლუმბია — კოტ დივუარი (მატჩის გმირი)
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიისა და კოტ დივუარის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში 64-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
„მონაკოში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 53 გადაცემა და კარში 2-ჯერ დაარტყა.