ხამესს ბენიტესთან კონფლიქტი აქვს

როგორც ესპანური „El Confidencial“-ი წერს, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს ხამეს როდრიგესს გუნდის მთავარ მწვრთნელთან რაფაელ ბენიტესთან კონფლიქტი მოუვიდა.

„სევილიასთან“ წინა ტურის მატჩში ბენიტესმა პირველი წუთებიდან მეოდაბნზე გარეთ ბეილი გამოიყვანა, რომელმაც გამოჯანმრთელების შემდეგ პირველად ითამაშა. ხამესი კი, შესაბამისად, სათადარიგოთა სკამზე დარჩა. შეხვედრის შემდეგ ბენიტესმა განაცხადა: „ხამესი ჩიებეული ფეხბურთელია, მაგრამ მას ბევრი სამუშაო აქვს, რათა ძველ დონეზე დაბრუნდეს“.

დღეს ღამით კოლუმბიის ნაკრებმა ჩილესთან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაიო ეტაპის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ხამესი ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს

ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს გამოტოვებს, რომელშიც მისი ნაკრები პერუსა და ურუგვაის შეხვდება.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ფეხბურთელს კუნთების პრობლემა აქვს. თავდაპირველად ის ნაკრებში გამოიძახეს კიდეც, თუმცა შემდგომ მწვრთნელებმა გადაწყვეტილება შეცვალეს.

ხამეს როდრიგესის სამაგალითო საქციელი (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მოექცა ხამეს როდრიგესი ფანს, რომელსაც მის ნახვა ძალიან სურდა.

ხამესმა მესის შესახებ ისაუბრა

კოპა ამერიკის წლევანდელი გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე კოლუმბიის ნაკრების მეტოქე არგენტინის ეროვნული გუნდი იქნება. კოლუმბიელთა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა “ალბისელესტეს” ლიდერის, ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

“მესი სხვა სამყაროდანაა. ის განსაკუთრებული მოთამაშეა და ჩემი მასთან შედარება უმართებულოა. ასეთი შედარება ლეოს მიმართ უსამართლო იქნება”, – ხამეს როდრიგესის კომენტარი “მუნდო დეპორტივომ” გამოაქვეყნა.

მატჩი არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის 27 ივნისს, თბილისის დროით შუაღამის 03:30 საათზე დაიწყება.

 

მესი, ნეიმარი და სხვა ვარსკვლავები, რომელთა გამო „კოპა ამერიკას“ უნდა ვუყუროთ

მიუხედავად იმისა, რომ მოახლოებულ სამხრეთ ამერიკის თასს, ლუის სუარესის სახით, ერთი ვარსკვლავი დააკლდება, „კოპა ამერიკა“ მაინც ცხელი უნდა გამოვიდეს, რადგან მას არაერთი სხვა წამყვანი ფეხბურთელი დაამშვენებს.

ლიონელ მესი (არგენტინა)

განაცხადში მესის გვარის ხილვა ტურნირისადმი ინტერესს ავტომატურად ზრდის. 2015 წელს მარტინოს მესი არ შეუწუხებია – ორ ამხანაგურ მატჩში ლეო სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მესამე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო გამოტოვა. თუმცა, უკვე ჩილეში, როგორც მწვრთნელი, ისე გულშემატკივრები მესისგან ბეჯით თამაშს ელიან.

როგორც ჩანს, ამაში მწვრთნელისა და ფეხბურთელის სურვილები ერთმანეთს ემთხვევიან. რა თქმა უნდა, ლეოს, რომელსაც აქამდე სანაკრებო დონეზე ტიტული ჯერ არ მოუგია, კარიერაში არგენტინასთან ერთად წარმატების მიღწევა სურს.

Messi

სერხიო აგუერო (არგენტინა)

განვლილი საკლუბო სეზონი აგუეროსთვის, პირადი სტატისტიკის მხვრივ, წარმატებული გამოდგა. ჩემპიონატში 26 გოლი მას აქამდე არ გაუტანია. ნაკრების ბოლო ორ სპარინგში კი მან ხერარდო მარტინოს დაუმტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იგუაინზე მეტად იმსახურებს.

ეკვადორის კარში სერხიომ ერთი გოლი გაიტანა, ბოლივიასთან კი ჰეთთრიკი მიითვალა, ამიტომაც ტურნირის დასაწყისში ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა არგენტინის ნაკრებში არ უნდა იყოს. თანაც, სერხიოს „მანჩესტერ სიტისთან“ წელს ვერაფერი მოუგია, ამიტომაც მას ორმაგი მოტივაცია უნდა ჰქონდეს.

BRAZIL SOCCER FIFA WORLD CUP 2014

ნეიმარი (ბრაზილია)

სუარესის არყოფნაში მესის პირველი კონკურენტი, სავარაუდოდ, სწორედ მისი თანაკლუბელი ნეიმარი იქნება.

დუნგამ ნეიმარი არამხოლოდ კაპიტნად, არამედ ნაკრების მთავარ იმედად აირჩია. სკოლარის პერიოდში იგივე იყო – გასულ ზაფხულში ბრაზილიელები მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ. მის გარეშე „სელესაო“ გერმანიის ნაკრებთან უშანსოდ განადგურდა. ასაკის მიუხედავად (23 წელი), ნეიმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ამიტომაც, ჩილეში მისგან ვირტუოზული თამაშის ნაცვლად, პროდუქტიულ ფეხბურთს ითხოვენ. აქ ნეიმარს მესისა და სუარესის მსგავსი პარტნიორი არ ჰყავს, ასე რომ, ვარსკვლავს ბევრი შრომა მოუწევს.

Neymar

ალექსის სანჩესი (ჩილე)

ჩილეს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო გუნდი არასდროს გამხდარა, მაგრამ საშინაო ტურნირზე მცირე იმედი მაინც აქვს. ამ იმედს გუნდის ლიდერების ბრავოს, ვიდალისა და ალექსის სანჩესის კარგი სათამაშო ფორმა ზრდის.

ხორხე სამპაოლის კოზირი სწორედ ალექსისია. კატალონიიდან ინგლისში გადასვლა თავდამსხმელს ძალიან გამოადგა. თუ „ბარსაში“ სანჩესი მცოდნე ფეხბურთელის როლს თამაშობდა, „არსენალში“ ის ნამდვილი ოსტატია. სადებიურო სეზონში ყველა ტურნირზე 25 გოლი ჩინებული შედეგია. მართალია, ნაკრებში წელს მას ჯერ არ გაუტანია, თუმცა, შესაძლოა, ეს დამატებით მოტივაციის მიზეზიც კი გახდეს.

Alexis Sanchez

ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)

ხამეს როდრიგესის მადრიდული პრემიერა ნამდვილად წარმატებული გამოდგა, რასაც „გოლი+პასის“ სისტებით 26 ქულა ადასტურებს. კარგი იქნებოდა, თუ ის ტიტულსაც მოიგებდა, მაგრამ გასულ სეზონში „რეალს“ ეს ვერ გამოუვიდა.

სხვათა შორის, ხამესი 2015 წლის „კოპა ამერიკას“ მონაწილეთა შორის თავისი სატრანსფერო ფასით მეორეა. გასულ ზაფხულში „რეალმა“ მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც 3,5 მილიონზე ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც „ბარსამ“ ნეიმარზე დახარჯა. რაც შეეხება მესის, ის არავის უყიდია, ასე რომ, მის სატრანსფერო ფასზე საუბარი არ ღირს.

Colombia v Uruguay: Round of 16 - 2014 FIFA World Cup Brazil

რადამელ ფალკაო (კოლუმბია)

რამდენიმე წლის წინ ფალკაო სატრანსფერო ბაზარზე ძალიან პოპულარული იყო. ფენომენალური გოლეადორის შეძენა ევროპის თითქმის ყველა გრანდს სურდა. ამ მხვრივ, ინტუიციამ კოლუმბიელს უღალატა – მან „მონაკო“ და საფრანგეთის ჩემპიონატი აირჩია, რაც პოტენციალის გამოსამჟღავნებლად საუკეთესო ვარიანტი არ ყოფილა.

რადამელმა კარიერის საუკეთესო წლების გახსენება „მანჩესტერ იუნაიტედში“ სცადა, მაგრამ იმდენად წარუმატებელი სეზონი გამოუვიდა, რომ იჯარის შემდეგ კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ თავისებური გამოწვევაა. 30 წლის ფეხბურთელს იმის დამტკიცება მოუწევს, რომ საუკეთესო ბობმარდირული შესაძლებლობები ჯერ არ დაუკარაგავს.

Radamel Falcao

რაფაელ მარკესი (მექსიკა)

მარკესს „კოპაზე“ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში უთამაშია და მას ის „ბარსელონაც“ ახსოვს, რომელშიც მესი ჯერ არ თამაშობდა. ლეგენდარულობის მიუხედავად, მექსიკელი ვეტერანი ბუტსების ლურსმანზე დაკიდებას არ ჩქარობს. აშშ-სა და სამშობლოში თავგადასავლის შემდეგ რაფა მოულოდნელად ევროპაში დაბრუნდა, სადაც „ვერონას“ შემადგენლობაში არც თუ ისე ცუდი სეზონი გამოუვიდა.

მარკესზე უფროსი სამხრეთ ამერიკის თასზე მხოლოდ 37 წლის პარაგვაელი მეკარე ხუსტო ვილარია. სამაგიეროდ, ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი (126) სწორედ რაფაელს აქვს ჩატარებული. მექსიკის ნაკრებისთვის კაპიტნის გამოცდილება სერიოზულია პლუსია. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ უკვე მეხუთე იქნება: წინა ოთხ გათამაშებაში მან სამი მედალი მოიპოვა – ორი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის.

Marquez

ედინსონ კავანი (ურუგვაი)

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციას ფიფა-სგან ლუსი სუარესის ამნისტიის მიღება ვერ გამოუვიდა, რაც იმას ნიშნას, რომ საჩემპიონო ტიტულის დაცვა კავანის მარტოს მოუწევს.

ბოლო ორ მოსამზადებელ მატჩში ედინსონის სამი გოლი ურუგვაელებს იმის იმედს აძლევს, რომ პსჟ-ს ფორვარდი სუარესის შეცვლას მოახერხებს, ამავდროულად ნათელია, რომ სუარესის დაკარგვა უკვალოდ მაინც არ ჩაივლის…

Cavani

ხამესმა ბენიტესზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა გუნდის მთავარი მწვრრთნელის პოოსტზე რაფაელ ბენიტესის დანიშვნა შეაფასა. კოლუმბიელი იმედოვნებს, რომ მისი ხელმძღვანელობით “რეალი” დიდ წარმატებას მიაღწევს.

“რეალის დონის კლუბში ტიტული თუ ვერ მოიგე დიდ ზეწოლას განიცდი. ახლა გუნდი ბენიტესმა ჩაიბარა, რომელსაც ძლიერ მოთამაშეებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, მას პრობლემები არ ექნება” – განაცხადა ხამესმა.

“რეალის” ხელმძღვანელობამ სეზონის დასრულების შემდეგ კარლო ანჩელოტი ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლა.

ხამესი: “ტიტულების მოგება მსურდა”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა პირველი მადრიდული სეზონის შეასრულა. შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი “სამეფო კლუბში” “მონაკოდან” გადაბარგდა და სადებიუტო სეზონში 13 გატანილ გოლთან ერთად საკუთარ აქტივში 13 საგოლე პასიც ჩაიწერა.

“ვთვლი, რომ ჩემი პირველი სეზონი წარმატებული გამოდგა. ტიტულების მოგება მსრუდა, მაგრამ არ გაგვიმართლა.

გუნდი დასახული მიზნების შესრულებას მომდევნო სეზონში აპირებს, მე კი ინდივიდუალური პროგრესი მსურს” – განაცხადა ხამესმა.

ხამეს როდრიგესი: „ანჩელოტის წასვლა დიდი დარტყმა იქნება“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა გუნდის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ანჩელოტის წასვლა მძიმე დარტყმა იქნებოდა. მან აქ ორი წლის განმავლობაში იმუშავა და გუნდს კარგად იცნობს, იცის, რისი გაკეთება შეგვიძია და როგორ ვთამაშობთ. თუმცა, გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით მე არ ვიღებ, შესაბამისად, ამაზე საუბარი არ შემიძლია“, – განაცხადა კოლუმბიელმა.

ანჩელოტი: “ან “რეალში” დავრჩები, ან…”

ხამესი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ოცნებობს

“რეალის” ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა “იუვენტუსთან” გასამართი საპასუხო ნახევრფინალური მატჩის წინ მადრიდული გუნდის გულშემატკივრებს მიმართა. შეგახსენებთ, რომ ტურინში სამეფო კლუბმა მინიმალური სხვაობით, 1:2 წააგო.

“მიხარია, რომ ჩემი თამშით გუნდს ვეხმარება. უახლოეს შეხვედრაშიც ბოლომდე დავიხარჯები. ჩვენი მიზანი კონცენტრაციის შენარჩნება და გოლის გატანა იქნება. დიდი როლი ექნებათ გულშემატკივრებ, რომელბიც ჩვენი მე-12 მოთამაშე უნდა გახდნენ. მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება.

“იუვენტუსი” პირველ შეხვედრაში ძალიან დამაჯერებელი იყო, ამიტომ რთული მატჩი გველის. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩემი ოცნებაა” – განაცხადა კოლუმბიელმა.

ხამეს როდრიგესი: “ჩემპიონატში ბოლომდე ვიბრძოლებთ”

“მალაგასთან” მატჩის შემდეგ, ხამეს როდრიგესმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

გუშინ, მადრიდის “რეალმა” “მალაგა” 3-1 დაამარცხა და ერთი გოლიც კოლუმბიელმა შემტევმა გაიტანა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთი რთული მატჩი მოვიგეთ. “მალაგა” საკმაოდ სახიფათო იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით მეტოქის შეჩერება,”-განუცხადა ხამესმა გუნდის ოფიციალურ საიტს.

“ჩემპიონატში ბოლომდე ვიბრძოლებთ. რთული მატჩებია წინ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათ გავუმკლავდებით”.

ჩემპიონატში მადრიდის “რეალს” “ბარსელონა” ორი ქულით უსწრებს.

ხამესმა “მალაგას” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 32-ე ტურში მადრიდის “რეალსა” და “მალაგას” შორის გამართული შეხვედრის 69-ე წუთზე ხამეს როდრიგესმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

ხამესმა ვარჯიში დაიწყო

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა სამშაბათს ვარჯიში დაიწყო. კოლუმბიელმა თანაგუნდელებთან ერთად საერთო ჯგუფშიც ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ როდრიგესი თავის გუნდს თებერვლიდან ვერ ეხმარება – ხამესმა ფეხის ერთ-ერთი ძვალი მოიტეხა.

სავარაუდოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელი მადრიდელებს აპრილიდან დაეხმარება.

იხილეთ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი