მადრიდის „რეალი“ „ლევანტესთან“ მატჩისთვის ემზადება. გუშინ „ბლანკოსის“ მოთამაშეებს ვარჯიშზე ხამეს როდრიგესიც შეუერთდა, რომელმაც სერხიო რამოსთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და თავისი საუკეთესო შესაძლებლობები გამოაჩინა.
ჭდე: ხამეს როდრიგესი
გუტი: “არ მჯერა, რომ რეალის ახალგაზრდულ გუნდში მოდრიჩისა და ხამესის მსგავსი ფეხბურთელები არ არიან”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ხოსე მარია გუტიმ გუნდის ასპარეზობასთან დაკავშირებით ისაუბრა და “შამეფო კლუბის” საკუთარი აღზრდილების მიმართ არსებული დამოკიდებულება გააკრიტიკა.
“ამჟამად, “რეალი” სათანადო დონეზე ვერ გამოიყურება, მე კი მსურს, რომ გუნდმა საუცხოოდ წარმოაჩინოს თავი ძლიერ მეტოქეებთან და მოედანზე დომინირებდეს. ახლა, “რეალს” არ შეუძლია ჩართოს მეხუთე სიჩქარე, როგორც ეს სეზონის პირველ ნახევარში ხდებოდა. ასე რომ, გრანდებთან მატჩებში, რომლებიც ბურთის ფლობისკენ იხრებიან, მადრიდელებს ძალიან გაუჭირდებათ”.
“ანჩელოტის გუნდი ზედმეტად სწორხაზოვნად მოქმედებს. ნახევარმცველებს შორის არიან ისეთები, რომლებსაც ძნელად ვუწოდებ კრეატიულებს. აშკარად ეტყობა გუნდს ლუკა მოდრიჩის, ხამეს როდრიგესის, ასიერ ილარამენდისა და ლუკას სილვას არყოფნა”.
“არ მჯერა, რომ ახალგაზრდულ გუნდში მოდრიჩისა და ხამესის მსავსი მახასიათებლების ფეხბურთელები არ მოიძებნებიან. ვალდებულები ვართ, მეტი ნდობა გამოვუცადოთ ახალგაზრდებს და მხოლოდ ლეგიონერების იმედად არ ვიყოთ,”-ამბობს გუტი.
მადრიდის “რეალი” ხედირასა და ხამეს როდრიგესს აჯარიმებს
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი” ორი ფეხბურთელის – ხამეს როდრიგესისა და სამი ხედირას დაჯარიმებას აპირებს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ 7 თებერვალს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ, კრიშტიანო რონალდუმ დაბადების დღე აღნიშნა, რომელსაც “სამეფო კლუბის” ბევრი ფეხბურთელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ტრავმირებულები – სამი ხედირა, ხამეს როდრიგესი და ლუკა მოდრიჩი.
Cuatro-ს ცნობით, ტრავმირებული ფეხბურთელები ექიმების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და წვეულებაზე მაინც წავიდნენ. ლუკა მოდრიჩმა, ამის გამო, ბოდიში საჯაროდ მოიხადა, ამიტომ დიდი ალბათობით, მას არ დააჯარიმებენ.
სერხიო რამოსი და ხამესი „სევილიასთან“ მატჩში ტრავმების გამო შეცვალეს
„სევილიასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურის მიმდინარე მატჩში მადრიდის „რეალის“ ორ მოთამაშეს, სერხიო რამოსსა და ხამეს როდრიგესს, ტრავმის გამო, მოედნის დატოვება მოუწია.
სერხიო რამოსმა მოედანი კუნთების პრობლემების გამო მე-9 წუთზე დატოვა. რაც შეეხება ხამესს, მას მარჯვენა ფეხის პრობლემები აღმოჩუნდა და სათადარიგოთა სკამზე იგი 27-ე წუთზე დაჯდა. ცნობისთვის, აღნიშნულ მატჩში კოლუბიელი პირველი გოლის ავტორი გახდა.
ხამეს როდრიგესი გარეტ ბეილზე გაბრაზდა (ვიდეო)
31 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
შეხვედრის მიმდინარეობისას გარეტ ბეილმა ძალიან ხელსაყრელი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში ბეილს ბურთის ხამეს როდრიგესისთვის დატოვება შეეძლო. ვიდეოში კი ჩანს, რომ ხამესი კმაყოფილი სულაც არ ჩანს.
ხამეს როდრიგესი: “მადრიდის “რეალი” მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბია”
მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი აცხადებს, რომ ის მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბის ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, რომ ხამესი “სამეფო კლუბს” გასულ ზაფხულს “მონაკოდან” შეუერთდა. 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში ათი გოლის გატანა მოახერხა.
“შორიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს. “რეალს” ყოველთვის დიდ კლუბად მივიჩნევდი, მაგრამ ახლა, როცა აქ ვარ, შემიძლია გითხათ, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ კლუბში ვთამაშობ”, – ამბობს ხამეს როდრიგესი.
ხამეს როდრიგესმა მსაჯს წითელი ბარათი უჩვენა (ვიდეო)
4 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ვალენსიასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ შეხვედრაში (2:1) მთავარ არბიტრს მინდორზე წითელი ბარათი დაუვარდა, რომელიც მას ხამეს როდრიგესმა დაუბრუნა.
ხამეს როდრიგესი წლის სპორტსმენად დასახელდა
ამერიკის სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ 2014 წლის შედეგები შეაჯამა.
წლის საუკეთესო სპორტსმენად მადრიდის „რეალისა“ და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი დასახელდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კოლუმბიელი „მონაკოდან“ „რეალში“ გადავიდა და ახალ კლუბთან ერთას უეფა-ს სუპერთასი და საკლუბო მუნდიალი მოიგო.
ხამეს როდრიგესი საერთო ჯგუფს დაუბრუნდა
მადრიდის “რეალის” შემტევი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი, საერთო ჯგუფს დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, ფეხბურთელმა ტრავმა პრიმერას მე-14 ტურში “სელტას” წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო და მოედანზე ორი ტურის განმავლობაში არ გამოსულა.
მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ხამესი 20 დეკემბერს გასამართ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისთვის მზად იქნება.
ხამესს ბურთის გაჩერება სურდა, მაგრამ… (ვიდეო)
2 დეკემბერს, მადრიდის “რეალსა” და “კორნელიას” შორის გამართულ შეხვედრაში ხამეს როდრიგესი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
ხამეს როდრიგესმა ესპანეთის თასზე შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)
ვინ გახდება წლის საუკეთესო გოლის ავტორი? (ვიდეო)
12 იანვარს, ”ოქროს ბურთის” დაჯილდოვებაზე, FIFA წლის გოლსაც გამოავლენს. სამეულში მოხვდნენ: რობინ ვან პერსი, ხამეს როდრიგესი და ირლანდიის ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, სტეფანი როშე. მართლაც,სამივე გოლი ულამაზესია.
გულშემატკივრებს ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ : FIFA Puskás Award