14 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.
ჭდე: ხამეს როდრიგესი
ხამეს როდრიგესის უხეში შეცდომა და გაშვებული გოლი (ვიდეო)
8 ნოემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მადრიდის “რეალსა” და “რაიო ვალეკანოს” შორის გამართულ მატჩში (5:1), ერთ-ერთი გოლი ხამეს როდრიგესის მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ გავიდა.
ხამეს როდრიგესი: „ანჩელოტის ნებისმიერ დავალების შესასრულებლად მზად ვარ“
მადრიდის „რეალის“ შემტევმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა თავისი თამაშის შესახებ ისაუბრა.
„მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ. მნიშვნელოვანია, თუ გოლების გატანა ან თანაგუნდელებისთვის მომენტის შექმნა გამომდის.
მართალია, რომ მეტოქის კართან კარგი ვარ, თუმცა ანჩელოტის ყველა იდეისთვის მზად ვარ.
„გრანადას“ კარში გატანილი გოლი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ურუგვაის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე არანაკლებად კარგი ბურთი გავიტანე. ეს გოლები ჩემი გოლების ტოპ სამეულში შედიან“, – განაცხადა როდრიგესმა.
პრიმერა დივიზიონის ათ მატჩში 23 წლის კოლუმბიელმა 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
ხამეს როდრიგესის შედევრი (ვიდეო)
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა ხამეს როდრიგესმა “გრანადას” კარში ულამაზესი გოლის გატანა შესძლო.
როგორ აკონტროლებს ბურთს ხამეს როდრიგესი (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებს “რეალის” ვარჯიშზე ხამეს როდრიგესი.
ხამესმა მოედანზე გმირობა ჩაიდინა
15 ოქტომბერს, კანადისა და კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:1), ერთადერთი გოლის ავტორმა ხამეს როდრიგესმა მოედანზე შესულ გულშემატკივარს ავტოგრაფი მისცა.
რეალი: ვინ ითამაშებს ატლეტიკთან?
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თქმით რაფაელ ვარანი ბილბაოს “ატლეტიკთან” გასამართ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დარჩება.
იტალიელი სპეციალისტის ცნობით ფრანგის ნაცვლად სასტარტოში გამოჯანმრთელებული პეპე ითამაშებს.
ასევე, ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “რალის” კარს მომდევნო შეხვედრაში იკერ კასილიასი დაიცავს და მოედანზე პირველი წუთებიდან ხამეს როდრიგესიც გამოვა. ითამაშებს კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც კარგ ფორმაშია.
“რეალის” თავკაცმა სამი ხედირას მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გემრანელის დაბრუნებამდე კიდევ ორი კვირა დარჩა.
ხამესის ”ცხრიანი”
მადრიდის ”რეალის” კოლუმბიელმა შემტევმა, ხამეს როდრიგესმა, ”დეპორტივოსთან” მატჩში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
მონაკოს გულშემატკივრები ფულის დაბრუნებას ითხოვენ
სატრანსფერო ფანჯრის დროს მომხადრი ცვლილებების გამო “მონაკოს” გულშემატკივრები კლუბს დაუპირისპირდნენ. ფანები გუნდის ლიდერების გაშვებას ვერ ეგუებიან. შეგხსენებთ, რომ ხამეს როდრიგესის “რეალში” გადაბარგების შემდეგ სატრასნფერო ფანჯრის ბოლო დღეს “მონაკო” რადამელ ფალკაომაც დატოვა, რომელიც კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს.
გუნდში მომხდარ ცვლილებებს “მონაკოს” გულშემტაკივრები განცხადებით ეხმაურებიან:
“ჩვენ გვიღალატეს. კლუბის დაპირებებს დავუჯერეთ და აბონიმენტებზე ფასების ზრდა არ გავაპროტესტეთ.
ხამესი და ფალკაო “მონაკოს” ნათელი მომავლის გარანტია იყო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ისინი გაასხვისა. მოვუწოდებთ ყველა გულშემატკივარს, რომ გაძვირებულ აბონიმენტებში გადახდილი თანხის დაბრუნება მოითხოვონ.
2012 წელს მოვლენები ანალოგიურად “მილანში” განთვითარდა, როდესაც იტალიურმა კლუბმა იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა გაყიდა. “მილანის” გენერალურმა დირექტორმა ყველა უკმაყოფილო ფანს ბილეთებში გადახდილი ფულის დაბრუნება შესთავაზა. მზად არის “მონაკოს” ხელმძღვანელობა ანალოგიური ნაბიჯისთვის?” – ნათქვამია გულშემატკივრების განცხადებაში.
თავის მხრივ “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა გულშემატკივრების წინაშე ბოდიში მოიხადა.
ხამეს როდრიგესმა “ოქროს ბუცი” მიიღო
კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს ბრაზილიაში წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის “ოქროს ბუცი” გადასცეს.
როგორც მოგეხსენებათ, როდრიგესი 6 გატანილი გოლით მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
“6 გატანილი ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატზე. ოცნება ამიხდა. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელმა.
ხამეს, კეთილი იყო შენი მობრძანება – რა გაუკეთა რამოსმა ახალ თანაგუნდელს ვარჯიშზე?
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გაუძვრინა სერხიო რამოსმა ფეხებს შორის ბურთი ხამეს როდრიგესს.
ხამესის დებიუტს სევილიასთან ელიან
“რეალის” ახალწვეულმა ხამეს როდრიგესმა, შესაძლოა, გუნდის შემადგენლობაში პირველი მატჩი “სევილიასთან” გამართოს. შეგახსენებთ, “რეალი” და “სევილია” 12 აგვისტოს უეფას სუპერთასისთვის იბრძოლებენ. მატჩი კარდიფში გაიმართება.
მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ხამესის გარდა ძირითადში მოსალოდნელია კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებაც.
“მანჩესტერ იუნაიტედთან” გუშინ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში რონალდუ შეცვლაზე შემოვიდა.