როდრიგესს “რეალის” ბაზაზე ოთახი შეურჩიეს

“რეალში” დარწმუნებულები არიან, რომ “მონაკოს” ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი მომდევნო სეზონიდან მადრიდული კლუბის ღირსებას დაიცავს.

ესპანური პრესის ცნობით ფეხბურთელს “რეალის” ბაზაზე უკვე ოთახიც კი შეურჩიეს.

შეგახსენებთ, მადრიდელები აგრძელებენ მოლაპარაკებებს “მონაკოსთან” როდრიგესის ტრანსფერთან დაკავშირებით. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, “რეალმა” ტრანსფერში სამი ხედირა ან დიეგო ლოპესიც ჩართოს.

ხამეს როდრიგესი რეალში წელიწადში 8 მილიონს მიიღებს

ესპანური პრესის ცნობით “მონაკოს” ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი “რეალში” უახლოეს მომავალში გადავა.

წინასწარი შეთანხმებით როდრიგესი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს.

ტრასნფერის განხორციელებას მხოლოდ სატრანსფერო თანხის რაოდენობა აფეხრებს. ფრანგული კლუბი ფეხბურთელში 85 მილიონ ევროს ითხოვს.

„ბარსელონა“ ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს იხდის?

Sport.es-ს თუ დავუჯერებთ, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა კოლუმბიის ნაკრებისა და „მონაკოს“ თავდამსხმელის ხამეს როდრიგესის შეძენას ცდილობს.

წყაროს ინფორმაციით, „ბლაუგრანასის“ პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ ფრანგულ კლუბს წინადადებითაც კი მიმართა და კომპენსაციის სახით 90 მილიონი ევრო შესთავაზა. შესაძლოა, მხარეები მოთამაშის შემდეგ ზაფხულს ტრანსფერზეც კი შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, როდრიგესთან კონტრაქტის გაფორმება მადრიდის „რეალსაც“ სურს, რომელიც ხამესის გადაბირებას უკვე მიმდინარე ზაფხულს შეეცდება. აღსანიშნავია, რომ მადრიდულ კლუბში თამაშის სურვილი თავად ფეხბურთელსაც აქვს, რის შესახებაც მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისაუბრა.

საფრანგეთის ჩემპიონატის განვლილი სეზონის გათამაშებაში ხამესმა „მონაკოს“ რიგებში 34 ჯატჩი ჩაატარა, რომელშიც 9 გოლის გატანისა და 14 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

როდრიგესი რეალს უახლოვდება

მადრიდის “რეალმა” ხამეს როდრიგესთან დაკავშირებით “მონაკოსთან” ყველა დეტალი შეათანხმა. ესპანური პრესის ცნობით 23 წლის ფეხბურთელი “სამეფო კლუბს” პირველი აგვისტოდან შეუერთდება.

მადრიდული კლუბი სავარაუდოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდის და შეთანხმებაში კარლოს კასემიროსაც ჩართავს.

თავად კოლუმბიელი ფეხბურთელი “რეალში” გადასვლის სურვილს არ მალავს. შეგახსენბეთ, რომ როდრიგესი 2014 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რეალმა როდრიგესს ექვსწლიანი შესთავაზა

მადრიდის “რეალი” “მონაკოსთან” ხამეს როდრიგესის ტრასნფერი თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებას. მადრიდელები კოლუმბიელს ექვსწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის მიხედვით ფეხბურთელი ხელფასის სახით წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს.

არ არის გამორიცხული, რო “რეალმა” თანხის გარდა “მონაკოს” პეპეც შესთავაზოს, თუმცა მოლაპარაკებებს დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია.

კოლუმბიელი გასულ მუნდიალზე ხუთ მატჩში ექვსი გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

როგორ აღნიშნა ხამეს როდრიგესმა “ოქროს ბუცის” მოგება

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ხამეს როდრიგესს, როცა გაიგო, რომ ის “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი დაასახელეს. ფინალური მატჩის შემდეგ არგენტინელ ფეხბურთელს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა — „ოქროს ბურთი“.

„ვერცხლის ბურთი“ წილად ხვდა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ ტომას მიულერს, ხოლო „ბრინჯაოს ბურთი“ ბრაზილიელთა ლიდერ ნეიმარს გადაეცა.

ტურნირის საუკეთესო მეკარედ გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დაასახელეს, რომელსაც „ოქროს ხელთათმანი“ გადაეცა.

6 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად კოლუმბიის ნაკრების შემტევი ხამეს როდრიგესი დაასახელეს, რომელსაც „ოქროს ბუცს“ გადასცემენ.

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა გახდა.

 

ხამეს როდრიგესი: „რეალში“ თამაშზე ვოცნებობ“

„მონაკოსა“ და კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელმა ხამეს როდრიგესმა აღიარა, რომ მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე ოცნებობს.

„რეალში“ დახუჭული თვალებითაც გადავალ. სხვა კლუბებს პატივს ვცემ, თუმცა „რეალი“ „რეალია“. ამ კლუბში თამაში ჩემი ცხოვრების ოცნებაა. ეს გუნდი ზიდანისა და რონალდოს პერიოდიდან მიყვარს. ახლა კი, რონალდუს, ბეილისა და ბენზემას გვერდით თამაში ჩინებული იქნებოდა“, – ციტირებს კოლუმბიელს გამოცემა „მარკა“.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, როდრიგესის სანაცვლოდ „მონაკო“ 75 მილიონი ევროს მიღება სურს, „ბლანკოსი“ კი, ანხელ დი მარიას გაშვებისთვისაა მზად.

მანჩესტერი მონაკოს ხამეს როდრიგესში 65 მილიონს სთავაზობს

“მანჩესტერ იუნაიტედი” კოლუმბიის ნაკრების ლიდერის ხამეს როდრიგესისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

ინგლისური პრესის ცნობით მანჩესტერელები “მონაკოს” ფეხბურთელში 65 მილიონ გირვანქას სთავაზობენ. აღნიშნულ თანხას გარკვეული ბონუსებიც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესის გადაბირების მთავარი პრეტენდენტი მადრიდის “რეალია”.

დავიდ ლუისი ხამეს როდრიგესს: “შენ უკვე მსოფლიოს ჩემპიონი ხარ”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დავიდ ლუისი აცხადებს, რომ კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი უკვე მსოფლიოს ჩემპიონია.

შეგახსნებთ, რომ 4 ივლისს, მუნდიალის მეოთხედფინალში, ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ბრაზილიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კოლუმბიელთა მეათე ნომერმა ხამეს როდრიგესმა ცრემლები ვერ შეიკავა, მას კი ბრაზილიელი ფეხბურთელები ამშვიდებდნენ.

“ხამესმა მუნდიალზე ბრწყინვალედ ითამაშა, ლამაზი გოლები გაიტანა და თავის გუნდის მეოთხედფინალში გასვლაში დიდი როლი ითამაშა. ჩემი აზრით, ის უკვე მსოფლიოს ჩემპიონია”, – ამბობს დავიდ ლუისი.

ხამეს როდრიგესი, დავიდ ლუისი და დანი ალვეში მატჩის შემდეგ

4 ივლისს, ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ, კამერებმა საკმაოდ ემოციური კადრები დააფიქსირეს.

რიანამ ხამეს როდრიგესს “ლეგენდა” უწოდა

როგორც ჩანს, ცნობილმა ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ 4 ივლისს, ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრას თვალი მიადევნა.

მატჩამდე, ცნობილი იყო, რომ რიანა ბრაზილიის ნაკრებს გულშემატკივრობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მან კოლუმბიელთა მეათე ნომერ ხამეს როდრიგესს “ლეგენდა” უწოდა.

untitled