ტომპსონმა სტეფ კარის შედეგი გაიმეორა

„გოლდენს სტეიტ უორიორსის“ შემტევმა უკანახაზელმა კლეი ტომპსონმა „დეტროიტ პისტონსთნა“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში ოთხი სამქულიანი ჩააგდო, რითაც კარიერაში მის მიერ ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობა 801-ს ტოლი გახდა.

ამ შედეგით სტეფ კარის შემდეგ ის მხოლოდ მეორეა, რომელმაც 800 სამქულიანის ჩაგდება შეძლო. საამისოდ 25 წლის კალათბურთელს ხუთი სეზონი და 314 მატჩი დასჭირდა, რომელშიც შორეული სროლების რეალიზაციამ 41,7% შეადგინა.

ამჟამად NBA-ს ისტორიაში ჩაგდებული სამქულიანების მაჩვენებლით ტომპსონი 122-ე ადგილს იკავებს.

წინა კვირის საუკეთესო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ უკანახაზელი კლეი ტომპსონი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.

„კავალიერსმა“ ლებრონის დახმარებით განვლილ შვიდ დღეში ოთხივე მატჩი მოიგო, თავად მოთამაშემ კი საშუალოდ 27,8 ქულა, 6,8 გადაცემა და 6,3 მოხსნა მიითვალა.

ტომპსონმა თავის გუნდთან ერთად ასევე ოთხი თამაში მოიგო, მისმა საშუალო მონაგარმა კი 33 ქულა შეადგინა. შეგახსენებთ, რომ „საკრამენტო კინგსთან“ მატჩში კინგ კლეიმ ლიგის რეკორდი დაამყარა და მესამე მეოთხედში 37 ქულა დააგროვა.

ტომპსონი 52 ქულას აგროვებს და „საკრამენტოს“ ანადგურებს (ვიდეო)

„გოლდენ სტიეტ უორიორსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კლეი ტომპსონმა „საკრამენტო კინგსთან“ ფენომენალური მატჩი ჩაატარა. ჯამში, მან 52 დააგროვა, აქედან 37 ქულა მან მატჩის მესამე მეოთხედში დააგროვა, რითაც რეკორდი დაამყარა.

გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდი კრის ბოში და „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ უკანახაზელი კლეი ტომპსონი დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების პირველი კვირის საუკეთესო კალათბურთებად დასახელდნენ, რის შესახებაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტი წერს.

ბოშმა გასული კვირა საშუალოდ 25,7 ქულით, 11,3 მოხსნით, 4 გადაცემითა და 1,3 ჩაჭრით დაასრულა. ტომპსონმა, რომელმაც „უორიორსთან“ ოთხწლიანი მაქსიმალური კონტრაქტი გააფორმა, საშუალოდ 29,7 ქულა, 2,7 მოხსნა, 3 გადაცემა და 1,7 ჩაჭრა მიითვალა.

გასული კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდების კანდიდატთა შორის ასევე ჯეფ ტიგი („ატლანტა“), ჯო ჯონსონი („ბრუკლინი“), პაუ გასოლი („ჩიკაგო“), ლებრონ ჯეიმსი, კევინ ლავი (ორივე „კლივლენდიდან“), ბლეიკ გრიფინი („კლიპერსი“), მარკ გასოლი, ზაკ რენდოლფი (ორივე „მემფისიდან“), ენტონი დევისი („ნიუ-ორლეანი“), კარმელო ენტონი („ნიუ-იორკი“), დემარკუს კაზინსი, რუდი გეი (ორივე „საკრამენტოდან“), დემარ დეროზანი („ტორონტო“) და ჯონ უოლი („ვაშინგტონი“) იბრძოდნენ.

კლეი ტომპსონი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ ანადგურებს

სანამ „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ კლეი ტომპსონის კონტრაქტის ციფრების შესახებ ფიქრობს, კალათბურთელი მაყურებლებს თავის შესაძლებლობებს უჩვენებს.

კლეი ტომპსონის მამა: „კევინ ლავი „გოლდენ სტეიტში“ გადავა“

ბოლო დროს პრესა „მინესოტა ტიმბერვულვზის“ ლიდერის კევინ ლავის სხვა კლუბში გადასვლის შესახებ წერს. იყო ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ მისი შეძენა ერთდროულად 16 კლუბის ხელმძღვანელს სურს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ უკანახაზელის კლეი ტომპსონის მამამ მაიკლ ტომპსონმა ისაუბრა.

„ESPNLA710“-ს ეთერში უფროსმა ტომპსონმა განაცხადა, რომ კევინ ლავი უახლოეს მომავალში მისი შვილის ამჟამინდელ გუნდში გადავა, ხოლო თავად კლეი დევიდ ლისთან ერთად სწორედ „მინესოტაში“ გადაბარგდება.