ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა ცოტა ხნის წინ. როგორც გაირკვა, კოტდივუარელი ფეხბურთელების იაია ტურესა და კოლო ტურეს ძმა იბრაჰიმ ტურე 28 წლის ასაკში, მანჩესტერში გარდაიცვალა.
კოლო და იაია ამჟამად ბრაზილიაში იმყოფებიან, თუმცა მუნდიალის მასპინძელ ქვეყანას მალევე დატოვებენ.
ცნობისთვის, იბრაჰიმ ტურეც ფეხბურთელი იყო. ის ბოლოს ეგვიპტურ “ალ საფაში” ირიცხებოდა. ამპლუით თავდამსხმელს დონეცკის “მეტალურგსა” და ფრანგულ “ნიცაშიც” უთამაშია.