E ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ეკვადორის ნაკრებმა ჰონდურასს სძლია.
ანგარიში 31-ე წუთზე კოსტლის გოლით ჰონდურასმა გახსნა. ეკვადორელებმა გათანაბრება 3 წუთში ენერ ვალენსიას გოლით მოახერხეს, რომელმაც მეორე ტაიმშიც მოახერხა გოლის გატანა და 65-ე წუთზე საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა.