ვუჩინიჩი კვლავ საუკეთესოდ დაასახელეს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი წლის საუკეთესო ჩერნოგორიელ ფეხბურთელად დასახელდა.

„ბიანკონერის“ ფორვარდი სამშობლოში საუკეთესო ფეხბურთელი ბოლო 8 წელიწადში მეშვიდედ გახდა.

მეორე ადგილი კი „ფიორენტინას“ ექს-მოთამაშემ სტევან იოვეტიჩმა დაიკავა, რომელიც ამჟამად „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობს. მესამე პოზიცია „სეულის“ ფეხბურთელმა დეიან დამიანოვიჩმა დაიკავა.

„მიხარია, რომ ეს პრიზი მოვიგე. იმედია, ახალი წლიდან ნაკლები ტრავმა მექნება“ – განაცხადა ვუჩინიჩმა.

ალექსანდრე მატევოსოვი