ბოატენგი: “განას შანსი კვლავაც აქვს”

განის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კევინ-პრინს ბოატენგი აცხადებს, რომ განელებს მუნდიალის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი კვლავაც აქვს.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს, განელები გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ფრედ, 2:2 ითამაშეს.

“მოედანზე იმ მიზნით გამოვედით, რომ სამი ქულა მოგვეპოვებინა, მაგრამ საბოლოოდ, ფრეს დავჯერდით. თუმცა, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ისევ გვაქვს, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემდეგ მატჩში გავიმარჯვოთ”, – ამბობს ბოატენგი.