ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარე ჟულიო სეზარი აცხადებს, რომ ის თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.
“ბევრი მაკრიტიკებდა, მაგრამ დავამტკიცე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის ღირსი ვარ. ჩემი შესაძლებლობების ნამდვილად მჯერა, რაც ვფიქრობ, კარგია. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც, თავს მშვენივრად ვგრძნობ და ცხადია, არაფრის მეშინია. მჯერა, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მუნდიალზე წარმატებას ვიზეიმებ”, – ამბობს გამოცდილი კარის დარაჯი.