“ოლიმპიკის” პრეზიდენტი:”არსენ ვენგერმა ლაკაზეტის თაობაზე…”

ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ ლონდონის “არსენალის” თავკაცი, არსენ ვენგერი სერიოზულად იყო დაინტერესებული ლიონის “ოლიმპიკის” შემტევის, ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენით.

ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა ფრაგული კლუბის პრეზიდენტმა, აულასმა და განაცხადა, რომ ზემოთ ნახსენები ინფორმაცია ჭორია:“ევროპის ჩემპიონატზე” საფრანგეთის ნაკრების თამაშებს დავესწარი და არსენ ვენგერიც ვნახე, მაგრამ მას ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ალექსანდრის ტრანსფერი თაობაზე. ის ინფორმაცია, რომ ლაკაზეტი შესაძლებელია, “მეთოფეებს” შეუერთდეს, ჭორია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, “არსენალისგან” არანაირი შემოთავაზება არ მიგვიღია. ალექსს გუნდში დარჩენა და “ოლიმპიკისთვის” გამარჯვებების მოტანა სურს.”

 

ლაგერბეკი:”ფრანგებს დიდ პრობლემებს შევუქმნით!”

დღეს “ევრო 2016” მეოთხედფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართება საფრანგეთისა და ისლანდიის ეროვნულ გუნდებს შორის. ტურნირის დასაწყისში ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ეს უკანასკნელი ნაკრები აქამდე მოაღწევდა.

მას შემდეგ, რაც ისლანდიელებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიელებს, ჩეხებს და თურქებს სძლიეს, არც თუ ადვილ ჯგუფში მოხვდნენ გათამაშების ფინალურ სტადიაზე. მაგრამ ისინი მეოთხედფინალამდე დაუმარცხებლები მოვიდნენ!

ამ პატარა ქვეყნის გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მთავარი მწვრთნელი, ლარს ლაგერბეკია, რომელმაც დღეს გასამართ მატჩზე ისაუბრა.

“დღევანდელ შეხვედრაში ფრანგები ნამდვილად არიან ფავორიტები, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ მათ რამე გარანტირებული ჰქონდეთ. მე შანსებს 60:40-ზე შევაფასებდი. მთავარი ჩვენთვის რწმენაა! რწმენა გამარჯვებისა, რომელიც მხოლოდ უდიდესი ბრძოლის შედეგად მოვა. ჩვენ აუცილებლად შევუქმით ფრანგებს პრობლემებს!”

ლაგერბეკს ჰკითხეს, მისი აზრით ვინ თამაშობს ყველაზე კარგ ფეხბურთს ამ ევროპის ჩემპიონატზე:”კარგი ფეხბურთი? რა არის “კარგი ფეხბურთი” და “ცუდი ფეხბურთი”? ყველა გუნდს თავისი სტილი აქვს და ყველა თავისებურად ცდილობს მიაღწიოს დასახულ მიზანს. მაგალითად, იტალიელების და პორტუგალიელების თამაში არც ისე სანახაობრივი იყო, მაგრამ ორივემ დამსახურებულად მიაღწია მეოთხედ- და ნახევარფინალამდე.”

ზიდანი: “საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ფრანგი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ფრანგებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, თუმცა ზიდანის აზრით, დიდიე დეშამის გუნდ მუნდიალზე წარმატების მიღწევა შეუძლია.

“ვფიქრობ, საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის მოგების ძალა შესწევს. გუნდში უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ, ამიტომ გამორიცხული არაფერია”, – ამბობს ზიდანი.