ჩიხურამ ტურნოვო თბილისშიც დაამარცხა

საჩხერის “ჩიხურა” ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. სოსო ფურიძის გუნდმა მაკედონიური ტურნოვო განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა.

სკოპიეში მინიმალური ანგარიშით გამარჯვების შემდეგ “ჩიხურამ” განმეორებითი შეხვედრაც აქტიურად დაიწყო და ანგარიშის გახსნა მალევე მოახერხა. მე-7 წუთზე კუჭუხიძის კარგი გადაცემა გაბედავამ ეფექტურ გოლად აქცია. მალევე ქიმაძეს “ჩიხურას” უპირატესობის გაზრდა ორამდე შეეძლო, თუმცა საჩხერელთა ნახევარმცველის დარტყმული მცირე მანძილით აცდა მაკედონელთა კარს. გატანა კუჭუხიძესაც შეეძლო – საჩხერელთა ათიანის დარტყმა ხარიხამ მოიგერია.

დაწინაურებული “ჩიხურა” მატჩის მსვლელობას სრულად აკონტროლებდა. სტუმრები მხოლოდ შორეული დარტყმებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას. ერთ-ერთი ასეთ ეპიზოდში სომხიშვილი შეცდა, თუმცა რეხვიაშვილმა მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა.

ამის შემდეგ მასპინძლები თითქოს მოდუნდნენ, რაც ტაიმის ბოლო წუთზე გაშვებულ გოლად დაუჯდათ. “ტურნოვოს” ფეხბურთელებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვეს, რომლის ჩამოწოდების შემდეგ საჯარიმოში არეულობით პანდოვსკიმ ისარგებლა და ანგარიში ძლიერი გაათანაბრა.

მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა. სტუმრების პოზიციურ შეტევებს ხიფათი არ მოჰყოლია, ხოლო “ჩიხურა” კონტრშეტევებით ცდილობდა მეტოქის დამწუხრებას.

აღნიშნულმა ტაქტიკამ გაამართლა და 67-ე წუთზე გაბედავამ “ჩიხურა” კვლავ დაწინაურა. მალევე საჩხერელთა შემტევს ჰეთ-თრიკის გაფორმების საშუალება ჰქონდა, მის დარტყმულ კუთხური მოჰყვა, რომელიც შედეგიანი აღმოჩნდა. დუბლის ავტორი გაბედავა ამჯერად ასისტენტის როლში მოგვევლინა, გოლი კი რეხვიაშვილმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

“ჩიხურა” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ “ბურსასპორთან” მოსინჯავს ძალებს.

ჩიხურა 3-1 ტურნოვო

გოლები: გაბედავა 7′ (1:0); პანდოვსკი 45′ (1:1); გაბედავა 67′ (2:1); რეხვიაშვილი 75′ (3:1)

ჩიხურა: სომხიშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, ჭელიძე, ქიმაძე, ოდიკაძე, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, დეკანოიძე, გაბედავა (კორიფაძე 80′), კუჭუხიძე (მუმლაძე 79′)

ტურნოვო: დიმოვსკი, ტაშევი, მუტაფჩინსკი, ჰარიზანოვი (კოვაჩევიჩი 53′), მავროვი (დოლაპჩიევი 60′), ნაიდენოვი, ვარელოვსკი, პანდოვსკი (ნაუმაჩევსკი 49′), პანდევი, ჩურილინოვი, გეორგიევი. 

 

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე (ჩიხურას მწვრთნელი): რთული მატჩი იყო, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, თუმცა მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ, რაც შედეგზეც აისახა. მეტოქე ფიზიკურადაც და სისწრაფეებშიც დავჩაგრეთ და სწორედ ამის ხარჯზე მოვიგეთ. 

შემდეგ ეტაპზე საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს და დღევანდელი თამაში ხარისხით წარმატებულ თამაშზე ფიქრი რთულია. 

მეორე ეტაპისთვის შესაძლოა ჯიღაურით გავძლიერდეთ. ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული” 

 IMG_0115IMG_0090IMG_0047IMG_9920IMG_0077IMG_0147

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

სოსო ფრუიძე: “რთული თამაში გველის”

ხვალ, მიხელ მესხის სახლეობის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურა” მაკედონიურ “ტურნოვოსთან” ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამართავს. შეგახსენებთ, პირველი მატჩი ქართული გუნდის მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

დღეს, გუნდებმა მიხეილ მესხზე ივარჯიშეს. “ჩიხურას” მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

სოსო ფრუიძე (ჩიხურა): “რთული თამაში გველის. ჩვენი მეტოქე გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზს წარმოადგენს. საგანგებოდ ჩვენთან მატჩისთვის მაკედონიის ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ორი ფეხბურთელი დაიმატეს. “ტურნოვო” კომბინაციური ფეხბურთის თამაშს ცდილობს. საბედნიეროდ, პირველ შეხვედრაში მეტოქეს ამის საშუალება არ მივეცით და გამარჯვება მოვიპოვეთ. 

მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში გაძლიერების სურვილი გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული” 

“ჩიხურასა” და “ტურნოვოს” დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვალ 20:00 საათზე აიღებს სტარტს.

IMG_9832IMG_9804IMG_9778IMG_9753IMG_9734IMG_9737

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

ჩიხურას მაკედონიური ტურნოვო შეხვდა

ევროპა ლიგის პირველ საკვალიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურა” მაკედონიურ “ტურნოვოს” დაუპირისპირდება.

“ტურნოვომ” გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონ “რაბოტნიჩკის” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა.

პირველ შეხვედრა მაკედონიაში 3 ივლისს გაიმართება, ხოლო განმეორებით მატჩს თბილისი, 10 ივლისს უმასპინძლებს.