საფრანგეთის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ ჯიბრილ სისეს პროფესიული კარიერის განახლება სურს. 35 წლის ფეხბურთელი “ნანსიში” თამაშს აპირებს
“განსაკუთრებული მოთხოვნები არ მაქვს, უბრალოდ მინდა, რომ გუნდს გამოვადგე. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შემიძლია სარგებლის მოტანა. თავს კარგად ვგრძნობ, თავდამსხმელის ინსტიქტი კი არ იკარგება.
თითქმის იდეალური წონა მაქვს, კუნთების მასაც შესაბამისია. ბოლო პერიოდში “ოსერის” სარეზერვო გუნდში ვვარჯიშობდი. კლუბში გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ასეთ ფორმაში მყოფი დამინახეს”, – ციტირებს სისეს სიტყვებს Mercato365.