როგორც მოსალოდნელი იყო, ახალგაზრდა ინგლისელი ნახევარმცველი ადამ ლალანა „ლივერპულს“ შეუერთდა. ლივერპულელებმა ლალანას სანაცვლოდ 23 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადეს. ლალანამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
„ძალიან მოხარული ვარ კარიერაში მორიგი წინგადადგმული ნაბიჯით და ისეთ განსაკუთრებულ კლუბში მოსვლით, როგორიც “ლივერპულია”. სრულიად მოტივირებული ვარ და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიცვამ მერსისაიდელთა მაისურს პირველ მატჩში.
იმედი მაქვს, რომ ადაპტირებას მალე შევძლებ. ყველაფერს გავიღებ ამ კლუბისათვის. ვიმედოვნებ, რომ გუნდს გამოვადგები და ერთად მოვიგებთ ტიტულებს. სწორედ ამისათვის ვარ აქ, მინდა, რომ მივაღწიო სერიოზულ წარმატებებს”
ლალანა „ლივერპულში“ 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.