მემფის დეპაი: “იმედი მაქვს, ოდესმე “რეალში” ვითამაშებ”

ლიონის “ოლიმპიკის” ფეხბურთელი, მემფის დეპაი იმედოვნებს, რომ მას მადრიდის “რეალში” ასპარეზობის საშუალება მიეცემა.

“მჯერა, რომ “რეალში” წავალ. ახლა ეს ჩემი მიზანია. როდის მივაღწევ მას? მხოლოდ ღმერთმა იცის. სწორედ ის დამეხმარება და წამიყვანს იქ. ცდას არ დავაკლებ, რომ მადრიდულ გრანდში მოვხვდე,” – აცხადებს ჰოლანდიელი.

შეგახსენებთ, რომ მემფისი გასულ ზამთარში გადავიდა “მანჩესტერ იუნაიტედან” ფრანგულ გრანდში. მან 27 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა.

მემფის დეპაიმ “ლიონში” სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

8 თებერვალს, საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში “ლიონმა” საკუთარ მოედანზე “ნანსი” მიიღო. შეხვედრის 58-ე წუთზე “ლიონის” ახალწვეულმა, მემფის დეპაიმ სტუმართა კარი დალაშქრა და ანგარიში 4:0 გახადა.

იხილეთ ვიდეო

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (12 იანვარი)

“ჩელსიმ” ტერის 30 მილიონიანი შემცვლელი იპოვა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა “მიდლსბროს” მცველს, ბენ გიბსონს დაუმიზნეს, რომელსაც “არისტოკრატები” ჯონ ტერის შემცვლელად მოისაზრებენ. “მიდლსბრო” ახალგაზრდა ფეხბურთელს 30 მილიონ ფუნტად აფასებს. (Daily Mirror)

“ვალენსია” ძაძას მიუახლოვდა

“ვესტ ჰემის” მიერ დაწუნებული ფორვარდის, სიმონე ძაძას გადაბირების სურვილი ესპანურმა “ვალენსიამ” გამოთქვა, რომელიც ბოლო დროს საშინელ ფორმაში იმყოფება. Sky Sports-ის ცნობით, ესპანელები იტალიელი ფორვარდის არენდის წესით აყვანას აპირებენ (Sky Sports)

ოფიციალურად: ფელაინიმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” გაახანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა გუნდის ბელგიელ ნახევარმცველს, მარუან ფელაინის კონტრაქტი 2018 წლამდე გაუხანგრძლივეს. შეგახსენებთ, რომ ფელაინი “ოლდ ტრაფორდზე” 2013 წელს გამოჩნდა, როდესაც “წითელი ეშმაკები” “ევერტონის” ყოფილმა თავკაცმა, დევიდ მოიესმა ჩაიბარა.

1

“ბარსელონა” ლალანას გადაბირებას აპირებს

მერსესაიდული “ლივერპულის” ჰავბეკი, ადამ ლალანა ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროებში მოექცა. ინგლისელი ნახევარმცველის გადაბირებით “იუვენტუსისა” და “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებთან ერთად, კატალონიელი “ბარსელონას” უფროსებიც არიან დაინტერესებულნი. (Goal)

“ლიონი” მემფისისა და იანუზაის გადაბირებას გეგმავს

ფრანგული “ლიონის” ხელმძღვანელები საკუთარი გუნდის გაძლიერებას “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელების, ადნან იანუზაისა და მემფის დეპაის გადაბირებით აპირებენ. ბრიტანული პრესის ცნობით, ფრანგული კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედს” ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს მომავალში გაუკეთებს. (Daily Mail)

დიბალასთვის “მანჩესტერ იუნაიტედიც” იბრძოლებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან “იუვენტუსის” არგენტინელი ლიდერის, პაულო დიბალას გადაბირებისთვის იბრძოლონ, რისთვისაც “ბებერ ქალბატონს” “მანჩესტერ სიტის”, “რეალისა” და “ბარსელონას” კალიბრის გუნდები შეეცილებიან. (The Sun)

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (6 იანვარი)

დიბალას “რეალში” უნდა

ცნობილი ესპანური გამოცემა, Marca ძალზედ სინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც “იუვეს” არგენტინელ ვარსკვლავს, პაულო დიბალას “რეალში” სურს კარიერის გაგრძელება.

მოუ შნეიდერლინსა და დეპაის წასვლის უფლებას აძლევს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ, მემფის დეპაისა და მორგან შნეიდერლინის გარშემო არსებულ სიტუაციებზე საუბრისას განაცხადა: “მე მათ წასვლის უფლებას მივცემ, თუ რა თქმა უნდა, კლუბი შესაბამის წინადადებას მიიღებს.”

მოიესი დეფოს გაყიდვას არ აპირებს

“სანდერლენდის” თავკაცმა, დევიდ მოიესმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “შავმა კატებმა” “ვესტ ჰემისგან” ჯერმეინ დეფოს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადება მიიღეს – “ვესტ ჰემმა” ოფიციალური წინადადება გამოგვიგზავნა, რომელიც უარით გავისტუმრეთ, რადგანაც დეფოს გაყიდვას არ ვაპირებთ.”

8

ბერაჰინო “ვესტ ბრომთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა

“ვესტ ბრომვიჩის” მთავარი მწვრთნელის, ტონი პულისის ცნობით, ბრიტანული კლუბის ხელმძღვანელებმა საიდო ბერაჰინოს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა ამ უკანასკნელისგან უარი მიიღეს.

“ევერტონმა” მანოლასს დაუმიზნა

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” ხელმძღვანელებმა “რომას” ბერძენი მცველის, კოსტას მანოლასის გადაბირება დაისახეს მიზნად.

იოვეტიჩი “სევილიაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

მილანური “ინტერის” ფორვარდი, სტევან იოვეტიჩი ესპანურ “სევილიაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. როგორც ესპანური გამოცემა, As La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, თავად ფეხბურთელი აღნიშნულ ტრანსფერს უკვე დათანხმდა. ასე რომ, ტრანსფერი უახლოეს მომავალში უნდა გაოფიციალურდეს.

მოსალოდნელი ტრანსფერები (05.01.2017)

“ინტერის” ინტერესთა სფეროში “მანჩესტერის” რამდენიმე ფეხბურთელი მოექცა

თუ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო იანვრის თვეში წმენდის ჩატარებას აპირებს, სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ამ მოვლენით სარგებლის მიღებას იტალიური “ნერაძური” შეეცდება.

იტალიური პრესის, Corriere dello Sport-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელები ისეთი ფეხბურთელების გადაბირებას აპირებენ, როგორებიც არიან: მატეო დარმიანი, მემფის დეპაი, დეილი ბლინდი და ქრის სმოლინგი.

აქვე შეგახსენებთ, იმასაც, რომ “ინტერი” ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც მემფისის გადაბირებას ცდილობს. ჰოლანდიელი შემტევის სერვისით ამავდროულად “ევერტონი” და “იუვენტუსიც” არის დაინტერესებული.

არც ისაა გამორიცხული, რომ “სან სიროზე” ბასტიან შვაინშტაიგერი აღმოჩნდეს, რომელსაც “მანჩესტერში” საკმაოდ ცუდად ექცევიან.

“ევერტონის” ფანებს დეპაი უკვე თავისიანად მიაჩნიათ

მერსესაიდული “ევერტონის” ოფიციალური გვერდის (Twitter) საკმაოდ უცნაური განცხადება “კამფეტების” გულშემატკივრებმა იმის მანიშნებლად მიიღეს, რომ მემფის დეპაის “გუდისონზე” გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია.

სხვა კლუბების მსგავსად, “ევერტონმაც” გამოაქვეყნა იმ ქვეყნის ნაკრების ანგარიში, რომლის მოთამაშეც მის გუნდშია (იანიკ ბოლასი), რაც სავსებით ბუნებრივია. მაგრამ რა შუაში იყო მემფის დეპაი?

ამას ემატება ისიც, რომ დღეს “ევერტონის” თავკაცმა დეპაისადმი ინტერესი ოფიციალურად დაადასტურა.

გულშემატკივართა რეაქცია კი ამდაგვარი იყო:

“ევერტონმა” დეპაიზე დაპოსტა, ღმერთო ჩემო, ის გადმოვიდა!”


“ევერტონი” დეპაიზე წერს… როგორც ჩანს, შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.”


“როგორც ჩანს, ამ ჭორებშიც იყო სიმართლის მარცვალი.”

მემფის დეპაი სტივ ჰარვის გერზე ქორწინდება (ფოტოები)

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი მემფის დეპაი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელე-წამყვანის, სტივ ჰარვის გერზე ქორწინდება.

სტივ ჰარვი განსაკუთრებით პოპულარული იმის შემდეგ გახდა, რაც სილამაზის კონკურსის გამარჯვებული შეცდომით გამოაცხადა.

დეპაის საცოლე ლორი ჰარვი ფეხბურთელთან ერთად “პსვ ეინდჰოვენის” მატჩსაც დაესწრო.

TSR STAFF: Debra Oh! @The_Ebony_Issue_____________________________________Just a couple of months ago Manchester soccer player, Memphis Depay was rumored to be dating Karrueche. Well its clear that those rumors quickly fizzled out but we may have just caught a glimpse of Memphis' real girlfriend…Steve Harvey's 19-year-old step daughter Lori!_____________________________________Yes chile! We don't know too many specifics but heres what we do know– read more at TheShadeRoom.com (link in bio)

Posted by The Shade Room on Sunday, 24 January 2016

S.W.A.T. ????

A photo posted by @lori_harvey_ on

A photo posted by @lori_harvey_ on

????????❤️

A photo posted by Memphis (@memphisdepay) on

დეპაი: “პსვ-ს კარში გატანილ გოლს აღვნიშნავ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი მემფის დეპაი აცხადებს, რომ თუ ის პსვ-ს კარში გოლს გაიტანს, მას აუცილებლად აღნიშნავს.

მოგეხსენებათ, რომ 15 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, პსვ საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს. დეპაი კი სწორედ ამ ჰოლანდიურ კლუბში 2006 წლიდან 2015 წლამდე ირიცხებოდა.

“პსვ-ს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ გოლს აღვნიშნავ. ფეხბურთი თამაშია, გოლის გატანა კი განსაკუთრებული რამაა”, – ციტირებს დეპაის სიტყვებს მანჩესტერელთა ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელ Twitter-ში.

10 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპაში

საფეხბურთო პორტალმა Copa 90-მა დაასახელა ათი საუკეთესო  ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ევროპაში თამაშობს.

მემფის დეპაიმ საკუთარი ნახევრიდან ბურთი ძელს გაარტყა

26 ოქტომბერს, ჰოლანდიის ჩემპიონატში “უტრეხტსა” და “პსვ”-ს შორის გამართულ მატჩში მემფის დეპაიმ საკუთარი ნახევრიდან მეტოქის კარის დალაშქვრა გადაწყვიტა.