„სან-ანტონიო სპურსის“ ერთ-ერთი ვეტერანი ტიმ დანკანი წელს კარიერის დასრულებას არ აპირებს. სავარაუდოდ, გამოცდილი მოთამაშე კონტრაქტში გაწერილ ერთ-ერთ პუნქტს გამოიყენებს, რომლის მიხედვითაც, მას კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს.
იმ შემთხვევაში, თუ ტიმი „სპურსში“ შემდეგ სეზონშიც ითამაშებს, მისი ხელფასი 10,3 მილიონ ოლარს შეადგენს.
განვლილ სეზონში 38 წლის დანკანის საშუალო მაჩვენებელმა 15,1 ქულა, 9,8 მოხსნა და 2,5 გადაცემა შეადგინა.